თეა სანიკიძე – “ზაქროზე ვაფანატებ და შვილები ეჭვიანობენ. შენი Number One ჩამოვიდაო, მწერს ქალიშვილი”

272
SHARE

ზაქარია ქუცნაშვილზე მისი მეუღლე დღემდე ყურებამდეა შეყვარებული. ამაზე თეა სანიკიძე “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში გულახდილად ჰყვება.

თეა სანიკიძე: – 18 წელია ზაქროს ცოლი ვარ და დღემდე რომანტიკულ ფერებში ვხედავ ყველაფერს. შეიძლება გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ. ახლა უფრო მეტად მიყვარს. სხვადასხვა ეტაპები გავიარეთ. სტაბილურობის ეტაპის მერე თითქოს თავიდან იწყებ, ხელახლა გიყვარდება და კიდევ უფრო მძაფრად. ვფიქრობ, მე ახლა უფრო ძალიან მიყვარს ზაქრო, ვაფანატებ მასზე და ეს ყველამ იცის, სამეგობრომ, ოჯახის წევრებმა. ჩემთვის ეს ადამიანი ყველაფერია. ეს შვილებმაც იციან და ეჭვიანობენ. ქალიშვილი, თათული მწერს – შენი Number One ჩამოვიდა?

– და მას ეს პირველობა მოსწონს?

– ჩუმად სიამოვნებს. არ უყვარს ლაპარაკი. მთიულია არ გამოხატავს, თუმცა მის საქციელში ჩანს.

წყარო: primetimenews.ge

FB კომენტარები

კომენტარი