თბილისში 20 წლის ახალგაზრდას ეძებენ – “აცვია შავი ქურთუკი, ბოტასები და ნარინჯისფერი შარვალი”

486
SHARE

18 იანვარს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა 20 წლის მაქსიმ მეიტარჯიევი. ოჯახმა ბიჭის გაუჩინარების შესახებ საპატრულო პოლიციას გუშინ, 21 იანვარს აცნობა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები.
„ბიჭი 20 წლისაა, სიმაღლით 186 სანტიმეტრი. აცვია შავი ქურთუკი, შავი ბოტასები და ნარინჯისფერი შარვალი. გთხოვთ თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ მის შესახებ დაგვიკავშირდეთ ამ ნომრებზე: 555018855 (რომა) 593175551 (მშობელი ირინა) “,- ნათქვამია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

FB კომენტარები

კომენტარი