თბილისში ფერადი ხინკლები გამოჩნდა – თანამედროვე ინოვაცია “ექსტრანოში”

490
SHARE

21-ე საუკუნეში, თითქმის აღარაფერი გვაოცებს და მაინც ყოველი ახალი ინოვაციის ნახვისას თუ მოსმენისას ვამბობთ: “21-ე საუკუნეში რამე თუ გამაოცებდა, რას წარმოვიდგენდი”… დაახლოებით ასე მოხდა ფერადი ხინკლების გამოჩენის დროსაც, ბევრი დადებითი და არც თუ ისე ბევრი უარყოფითი შეფასების შემდეგ, ფერადმა ხინკლებმა თავის დამკვიდრება შეძლო…
რესტორანმა “ექსტრანომ”, რაც თავის მხრივ, “უცხოს” ნიშნავს, ფერადი ხინკლების სახით, სახელის გამართლება სცადა. ცდა წარმატებული აღმოჩნდა. თავად ფერადმა და ფერადოვნების მოყვარულმა “ექსტრანომ” ტრადიციული კერძის გაფერადება სცადა.
მომხმარებელმა ფერადი ხინკლების გასინჯვის მერე აღიარა, რომ 21-ე საუკუნე მართლაც რომ, ინოვაციების ხანაა. იმისათვის, რომ ფერად ხინკლებზე ისაუბრო, ის მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა გასინჯო… ფერადი ხინკლების უცვლელი მისამართი ალ.ყაზბეგის 27 ნომერია, ფერადი ხინკლები ინოვაციების მოყვარულებს 24 საათის განმავლობაში ელიან. გასინჯე ფერადი ხინკლები – გახდი ექსტრანოელი  

(R)

FB კომენტარები

კომენტარი