თბილისში მოქალაქე პრეზერვატივებს ნემსით აზიანებს და მაღაზიის დახლებზე აბრუნებს(ვიდეო)

208
SHARE

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ მოქალაქე პრეზერვატივის ყუთებს ნემსით ხვრეტს და მაღაზიის ვიტრინაში აბრუნებს.

ვიდეო მამაკაცმა თავად ატვირთა, წარწერით – “რითაც შემიძლია, გეხმარებით გამრავლებაში.“

ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა – ავტორმა მოგვიანებით გაავრცელა facebook პოსტი და განმარტა, რომ ეს იყო ხუმრობა და დაზიანებული პროდუქცია მან თავად შეიძინა. ამის დამადასტურებელი პროდუქციის ფოტო და შესყიდვის ქვითარიც წარადგინა.

FB კომენტარები

კომენტარი