თბილისში მედიაჩემპიონატი – “ჯოკერი იყო ურთიერთობა” ჩატარდება

47
SHARE

თბილისში, 13 ოქტომბერს, „ანტიშფოთში“ მედიაჩემპიონატი – “ჯოკერი იყო ურთიერთობა” ჩატარდება.
როგორც პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიება სპეციალურად შექმნილი, კრეატიული დიზაინის ბანქოს პრეზენტაციით გაიხსნება. ჩემპიონატი კი სამი ეტაპისგან შედგება.
“13 ოქტომბერს, 15:00 საათზე ყველაზე აქტუალური და პოპულარული თამაშის დაბრუნება ჩვენს ქალაქში. JOKER CUP ჯოკერი იყო ურთიერთობა მედიაჩემპიონატი თბილისში, კერძოდ კი „ანტიშფოთში“ყველასთვის საყვარელი „ჯოკრაობა“ ბრუნდება. სპეციალურად ამ მოვლენისთვის ცნობილმა არტისტმა და მხატვარმა, GAMEZ-მა შექმნა სრულიად ახალი, სახალისო. კრეატიული და განსხვავებული დიზანის ბანქო. ბანქოზე დატანილი პერსონაჟები თამაშს ბევრად უფრო სახალისოს გახდის. ღონისძიება გაიხსნება სპეციალურად შექმნილი, კრეატიული დიზაინის ბანქოს პრეზენტაციით. ჩემპიონატი სამი ეტაპისგან შედგება. რომლის დასრულების შემდეგაც დაგეგმილია:
JOKER CUP AFTER PARTY ჯოკრის ჩემპიონატი გაიმართება 13 ოქტომბერს პირველ ეტაპში მონაწილეთა რაოდენობა – 32 მონაწილე ითამაშებს 8 მაგიდა, პირველ-მეორე ადგილების მფლობელები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, პლეიოფში ჯამში 16 მონაწილე გადავა, სულ 4 მაგიდა.
პლეიოფიდან გამოვლენილი პირველი და მეორე ადგილების მფლობელები შეხვდებიან ნახევარფინალში 2 მაგიდა – 8 მონაწილე. პირველი მეორე ადგილის მფლობელი მედიაკომპანიების წარმომადგენლები ითამაშებენ ფინალში.
პლანეტა- დედამიწა / ქვეყანა- საქართველო/ ქალაქი- თბილისი/ პეტრიაშვილის ქ. 1 (ღვინის ქარხნის ტერიტორია) დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ – 598 175 173”, – ნათქვამია განცხადებაში.

Comments

comments