თბილისში დამტვრეული მანქანების ინსტალაციები გამოჩნდა- რას ემსახურება აქცია

188
SHARE

სოციალური ქსელი დილიდან ახალმა ამბავმა მოიცვა. დედაქალაქის რამდენიმე უბანში დამტვრეული და ამობრუნებული მანქანების ინსტალაციები გაჩნდა. სოცქსელის მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ, თუ რას ნიშნავს ეს ამობრუნებული მანქანები. საინტერესო ამბავს ნათელი შალვა ოგბაიძემ მოჰფინა. “დედაქალაქში გამოჩნდა დამტვრეული ავტომობილების სტენდები, რომლებიც გამოსაჩენ ადგილზეა დამონტაჟებული.
აქციის მიზანია, კიდევ ერთხელ დაგვაფიქროს ფრთხილად სიარულზე (სწორად შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, არ მივუსხდეთ საჭეს ნასვამები, არ ვიმესიჯოთ მობილურზე და ა.შ.) და გაგვაფრთხილოს, რომ ჩვენი ავტომობილი არ “შემოდონ” მაგ სტენდზე.
მსოფლიო და ევროპული გამოცდილებაა.
ერთგვარი შოკურ-სოციალური კამპანიის ფორმაა”, – წერს ოგბაიძე სოცქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი