თბილისის ზღვაზე კავკასიური ნაგაზების საშენის გაკეთება იგეგმება (ფოტოკოლაჟი)

634
SHARE

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სუფთა სისხლის კავკასიური ნაგაზების საშენის გაკეთება იგეგმება. როგორც „კვირას“ თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა მზია შარაშიძემ განუცხადა, თბილისის ზოოპარკს აღნიშნულ ადგილას ტერიტორია გააჩნია და მშენებლობაც დაწყებულია.
„თბილისის ზღვის ტერიტორიაზე სუფთა სისხლის კავკასიური ნაგაზების საშენის გაკეთება იგეგმება. ჩვენ გვაქვს იქ ტერიტორია და დავიწყეთ მშენებლობა. თითქმის დამთავრებულია მშენებლობა, რაც საჭიროა ამ ძაღლებისთვის. ძაღლების ნაწილი უკვე თბილისის ზღვაზეა და როდესაც მშენებლობა დასრულდება, ძაღლების სხვა ნაწილი შეუერთდება. იქ არის უკვე ვოლიერები და ნელ-ნელა კიდევ დაემატებიან“, – განაცხადა მზია შარაშიძემ.
სუფთა სისხლის კავკასიური ნაგაზების საშენის აშენების მიზანს ლეკვების გამრავლება და შემდეგ მთაში, ცხვარში დაბრუნებაა.

 

FB კომენტარები

კომენტარი