თბილისის ზოოპარკში ფასკუნჯი დაიბადა

673
SHARE

თბილისის ზოოპარკში ფასკუნჯი დაიბადა, – ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. “სანამ თქვენ კვერცხების ღებვით ხართ დაკავებულნი ჩვენთან, ბუდეებში ჩაწიკწიკებული კვერცხებიდან პატარები იჩეკებიან. აბა ამ ტიტლიკანას შეხედეთ… თუ მიხვდებით, რისი ბარტყია? ჯერ მხოლოდ 3 დღისაა, მაგრამ თავი უკვე დიდი და საშიში ფასკუნჯი ჰგონია. და არ თქვათ ახლა, რას ჰგავს, რა გონჯიაო. მახინჯი იხვის ჭუკის ზღაპარი ხომ გახსოვთ? ხოდა გვაცადეთ ბატონო. გაიზრდება და მთლად ზღაპრული ფასკუნჯი ვერა, მაგრამ ლამაზი, ღუღუნა, თეეეთრი თეთრი, ფითქინა ქოჩრიანი მტრედი დადგება”, – აცხადებენ ზოოპარკში.

FB კომენტარები

კომენტარი