თბილისის ზოოპარკში მატებაა – “ირემს, სახელად “ყვიყვი”, მეოთხე ბალღი გაუჩნდა”

16
SHARE

თბილისის ზოოპარკის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათ ბინადარ ირემს მეოთხე შვილი გაუჩნდა. როგორც ისინი იუწყებიან, ეს ამბავი “ყვიყვის” შემოდგომის ღრიალის შედეგია.

“ერთი კოლორიტული კეთილშობილი ირემი გვყავს – ყვიყვი. სანამ ახალ ზოოპარკში გადაბარგდებოდა, ხილიანის მოსახლეობასა და უნივერსიტეტის სტუდენტობას აყრუებდა ყვირილით (ხარ-ირმები ხომ ბღავიან მყვირალობის დროს, ანუ, გამრავლების პერიოდში). ახალი ბინის მიღების შემდეგ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძო ვოკალური მონაცემების დახვეწა და დიდ წარმატებასაც მიაღწია. არა, მთლად საოპერო ბარიტონი ვერ დაიყენა, მაგრამ ამ ყვირილ-ყვირილში უკვე მეოთხე ბალღი გაუჩნდა.

ეს პატარა, მაგალითად, შემოდგომის ღრიალის შედეგია”, – აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

FB კომენტარები

კომენტარი