თაყვანი ეცით იმას, რაც გაგაჩნიათ და შეიყვარეთ ადგილი, სადაც იმყოფებით

388
SHARE

ამბობენ, რომ თუ თქვენ მუდმივად უკმაყოფილო ხართ იმით, რაც გაქვთ და თუ ყოველთვის იმაზე მეტი გინდოდათ, ვიდრე გქონდათ, არ უნდა დაკარგოთ იმედი და მუდმივად მიზნისკენ უნდა ისწრაფოდეთ.

ასევე, ამბობენ, რომ თუ თქვენ ცხოვრებაში აღარაფერს ეძებთ და მომავალზე არ ფიქრობთ, ესე იგი ცხოვრებაზე უარს ამბობთ, რომ წარმატების მისაღწევად რაც გჭირდებათ, ეს არის მხოლოდ ამბიცია და მეტი ცხოვრებისეული „დრაივი“. თუმცა, მე ამ მოსაზრებებს არ ვეთანხმები. შეიყვარეთ ის ადგილი, სადაც ახლა ხართ და თაყვანი ეცით იმას, რაც გაგაჩნიათ. გაუშვით თქვენგან იმედი – ბედნიერი მომავლისა. თქვენი ბედნიერება არ ეფუძნება იდეას: “რაც შეიძლება მეტი”.

გაუშვით მიზნები თქვენგან, მთელი ყურადღება ნამდვილ, აწმყო დროის რეალობას მიაპყარით. იყავით მშვიდად. იყავით აქ. ისუნთქეთ. თქვენი ნამდვილი ადგილი – თქვენი სახლია. შესაძლებელია კმაყოფილი ცხოვრება, შესაძლებელია, უდიდეს წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში და იცხოვროთ ცხოვრებით, რომელიც ყოველთვის მოგწონდათ, მაგრამ ყოველთვის უნდა იცხოვროთ აწმყოში. არ დაგავიწყდეთ, რომ არასდროს უნდა გაწყვიტოთ კავშირი აწმყოსთან. გაუშვით თქვენგან ამბიციები, ისუნთქეთ და იცხოვრეთ მშვიდად.

ავტორი: ჯეფ ფოსტერი

FB კომენტარები

კომენტარი