თაობები სკოლას ისე ამთავრებენ, საქართველოს ისტორია არ იციან – პეტრე კოლხი

107
SHARE

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში  მომავალი თაობების შესახებ წერს, რომლებმაც საქართველოს ისტორია თითქმის არ იციან.
“თაობები სკოლას ისე ამთავრებენ, საქართველოს ისტორია თითქმის არ იციან…
ილია მახსენდება, ერის გათახსირება მაშინ იწყება, როცა ის თავის ისტორიას ივიწყებსო…
არ გვაქვს დასამალი ისტორია, არც წარსული. ბევრი რამ კეთდებოდა ჩვენ ქვეყანაში მაშინ, როცა ზოგიერთი, დღეს მოწინავე სახელწიფო უსიერი ტყით იყო დაფარული…
კიდევ უფრო სამარცხვინოა იმის მოსმენა, რომ მოზარდ თაობას აფხაზეთი რუსეთი ჰგონია, სამაჩაბლო კი, ოსეთი…
ეს არის ყველაზე დიდი ომი, რომელსაც ჩვენ წავაგებთ…
რომელ წინსვლაზე და ევროპაზე ვსაუბრობთ, ჩვენი წინაპრების საფლავებს ვერ ვაგნებთ…
ევროპის რომელიმე სახელწიფო გავიხსენოთ, რომელიც საკუთარ მიწას ადვილად დათმობს…
ერთი უბედურება ის არის, რომ ვკარგავთ და კიდევ უფრო დიდი უბედურება, შვილებს არ ვასწავლით, საქართველოს გაერთიანების იდეას აფხაზეთი რომ ედგა სათავეში!..
ამაზე დიდი მტრობა არ არსებობს…
ამას მაინც ნუ დავაბრალებთ რუსეთს… მას თავისიც ყოფნის”,-წერს პეტრე კოლხი.

FB კომენტარები

კომენტარი