“თანხის უქონლობის გამო ძაღლის დაძინება გვიწევს” – ძაღლს, რომელსაც ტყვია ესროლეს დახმარება სჭირდება

911
SHARE

“თუ ხვალ არ გვექნება თანხა დაახლოებით 200 ლარამდე, მაშინ მოგვიწევს ისეთი ძაღლის დაძინება, რომელსაც შეუძლია რომ გადარჩეს…”,- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გვერდი ავრცელებს.
შინაურ ცხოველებზე მზრუნველებს ძაღლის გადასარჩენად ფულადი დახმარება ესაჭიროებათ.

“დღეს თბილისში ჩამოვიყვანეთ ჭიკაანიდან ძაღლი, რომელსაც გვეგონა რომ მანქანამ გადაუარა და წელს ქვევით მოწყვიტა, მაგრამ არა, სამწუხაროდ ძაღლს აქვს ტყვია მოხვედრილი პირდაპირ ძვალში. საცოდავი ძაღლი ტკივილისგან სულ წკმუტუნებს, მაშინ უფრო როდესაც მასთან არავინაა და არ ეფერება
სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია, რაც ღირს ძალიან ძვირი, ასევე სჭირდება 2 თვიანი რეაბილიტაციის კურსი, ხოლო ამ ყველაფერს სჭირდება თანხა, რაც არ გვაქვს 50 ლარის გარდა, ხვალ უნდა გადავიხადოთ სასტუმროს 30 ლარი, ხვალ სხვა კლინიკაში გადაყვანის 50 ლარი……….
ასევე კლინიკაში გვაქვს გადასახდელი 150 ლარი, უკვე 3 კვირაა.
თუ ხვალ არ გვექნება თანხა დაახლოებით 200 ლარამდე, მაშინ მოგვიწევს ისეთი ძაღლის დაძინება, რომელსაც შეუძლია რომ გადარჩეს…
ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ 1 ლარით მაინც რომ შევძლოთ მისი გადარჩენა.

მაგთისა და ბილაინის აბონენტთათვის, ზარის ღირებულება 1 ლარი :0901701511ანგარიშის ნომერია :
საქართველოს ბანკი :
GE39BG0000000160835129
თიბისი ბანკი :
GE32TB7082345064300005
მიმღები :გიორგაძე მარინე”,- წერია ინფორმაციაში.

FB კომენტარები

კომენტარი