“თანამშრომელი გადარჩა, რომ არ უკბინა” – ახმეტაში საჯარო სკოლის შენობასთან ქვეწარმავალი მოკლეს

122
SHARE

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, საჯარო სკოლის შენობის კართან ქვეწარმავალი მოკლეს. ამის შესახებ სკოლის დირექტორი, გიორგი ბუღრიძე საუბრობს:

„თანამშრომელი შემოდიოდა და წამებში გადარჩა, რომ არ უკბინა.

ეს შხამიანი გიურზაა, რომელიც ბოლო დროს ძალიან მომრავლდა. სამი ადამიანი ვებრძოდით, რომ როგორმე მოგვეკლა.

დახმარება გვჭირდება, უკვე სახლების მეორე სართულებზე ამოდიან. ჩვენ ახმეტის მუნიციპალიტეტს კი ვეკუთვნით, მაგრამ ტერიტორიულად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვართ“, – განაცხადა ბუღრიძემ.

წყარო: PRIMETIME.GE

FB კომენტარები

კომენტარი