თამუნა მუსერიძე დედის ფოტორობოტს აქვეყნებს – “მამაც” სამტრედიელი იყო

442
SHARE

 

ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ფოტორობოტი გამოაქვეყნა. მუსერიძე ბიოლოგიურ დედას ეძებს და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.

“ამ თემაზე ერთხელაც დავწერ, დახმარებისთვის ერთხელაც მოგმართავთ და ბოლო იქნება. ეს იმ ადამიანის ფოტორობოტია, რომელმაც 1984 წლის სექტემბერში, თბილისის მეორე სამშობიაროში გამაჩინა. გადმოცემით (მაგრამ არა დაზუსტებით) ვიცი, რომ სამტრედიიდან იყო და მუსიკალური განათლება ჰქონდა. როგორც ამბობენ “მამაც” სამტრედიელი იყო, ნომრიან სათვალეს ბავშვობიდან ატარებდა და ისიც მუსიკოსი გახლდათ. როგორ შეიძლება 2 ადამიანი ცამ ან მიწამ ჩაყლაპოს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია… თუ ვინმეს ფოტო გეცნობათ, მსგავსი ისტორიისთვის ყური მოგიკრავთ, ან 1984 წელს მეორე სამშობიაროში იმშობიარეთ, გთხოვთ, გამომეხმაუროთ. ანონიმურობა გარანტირებულია”,- წერს მუსერიძე სოციალურ ქსელში.

თამუნა მუსერიძემ ორი წლის წინ აღმზრდელი დედის გარდაცვალების შემდეგ, შეიტყო, რომ ნაშვილებია და მას შემდეგ ,აქტიურად ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს

FB კომენტარები

კომენტარი