თამრიკო ჭოხონელიძე ქმარს შეურიგდა? – „ჩემზეა დამოკიდებული, ვიცხოვრებთ თუ არა ერთად“

130
SHARE

ქალაქში ჭორაობენ რომ თამრიკო ჭოხონელიძე მეუღლეს შეურიგდა. მუსიკოსის და მსახიობის ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაფუჭდა. წყვილი წლებია ცალ-ცალკე ცხოვრობს. ბოლო პერიოდში თამრიკო საზოგადოებაში ყოფილ მეუღლესთან, გია როინიშვილთან ერთად ჩნდება. გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ მუსიკოსთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს:
ვისარგებლებ შემთხვევით და პირადზეც გკითხავთ… ქალაქში ჭორაობენ, რომ ქმარს შეურიგდით…
ჩვენ გაბუტულები არ ვყოფილვართ. იყო გულისტკენა, წყენა, მაგრამ, როგორც ჩანს, დრომ თავისი მოიტანა. ბევრი რამ გადავაფასეთ, ღირებულებები…ჩვენს ყველაზე დიდ სიმდიდრეს –შვილებს, შვილიშვილები დაემატნენ. მზრუნველობა ჩემი მხრიდან გიას არც ადრე აკლდა და არც დღეს აკლია. უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, თორემ მთელი დღის განმავლობაში ერთად ყოფნა გვიწევს.
ადრე არ ჩნდებოდით გიას გვერდით საზოგადოებაში…
მართალია. ახლა მიმაჩნია, რომ სასაცილოც არის იმაზე ფიქრი, ვინ რას იტყვის, ერთად თუ დაგვინახავს. ვინც ჩვენი გულშემატკივარია, მინდა დავამშვიდო, რომ ძალიან ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვაქვს. დღეს ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული, ჩვენ ვიცხოვრებთ თუ არა ერთად. ვთვლი, რომ ასეთ ცხოვრებას მივეჩვიე. თუ რატომ მივეჩვიე,ამ თემის გაშლა ისევ გვატკენს გულს ორივეს, ამიტომ თავს შევიკავებ. როგორც ვარ, კარგად ვარ.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

FB კომენტარები

კომენტარი