თამო ვაშალომიძე: – „მის ქმარსაც მე ვარჩენდი. მხოლოდ ერთს ვთხოვდი, ბებოსთვის არ დაერტყა“

1962
SHARE

გოგონა შიშველი, მკვრივი სხეულით, სავსე ფორმებით, თამამი ნაბიჯებით ტელეეკრანზე გამოჩნდა და უმალ გახდა პოპულარული.

მედავითნე მოდელი საზოგადოებამ არ დაინდო და ასეთი თამამი ნაბიჯისთვის მკაცრად გააკრიტიკა. დღემდე ლანძღავენ, მკერდს მაშველით იტენის ბიუსტჰალტერშიო, წერენ. ეს რა სახე აქვს, მისი უკანალი უკეთ გამოიყურებაო. რუსული „ფლეიბოისთვის“ გადაღებები ჩაიშალა. თამო ვაშალომიძემ სურვილი მაინც დაიკმაყოფილა და ერთ-ერთი ქართული საიტისთვის „ვენიუ ჯი“ გაშიშვდა.

– თამო, რატომ ვერ მოხერხდა შენი გადაღება რუსული „ფლეიბოისთვის“?
– თავიდან ვიცოდი, რომ გადაღებები კიევში უნდა ყოფილიყო. მერე მოითხოვეს მოსკოვში შემდგარიყო გადაღება. ეს ვერ მოხერხდა, ვიზა არ ჩამირტყეს და ჩაიშალა გადაღება. სამაგიეროდ, კიევში იყო ადამიანი, რომელმაც შემომთავაზა ჟურნალ „xxl“-ისთვის გადაღება. გადაღებები შედგა, სექტემბერში გამოვა ჟურნალი. ძალიან ლამაზი, ეროტიკული და დახვეწილი ფოტოები გამოვიდა. ვიქნები თეთრეულშიც და შიშველიც, ოღონდ არ გამოჩნდება საკვანძო ადგილები.
– თამო, მოგვიყევი შენს შესახებ, ბავშვობიდან დღემდე, რა ინტერესები გქონდა, როგორ იზრდებოდი, ვინ გაძლევდა რჩევებს.
– 7-8 წლის რომ გავხდი, უკვე მინდოდა მოდელობა. ამბიციები მაშინაც არ მაკლდა, „მის საქართველოზე“ მინდოდა გავსულიყავი, რამდენი გოგოც გაუშვეს საქართველოდან „მის მსოფლიოზე“, ყველა კიბეზე დარჩა. მინდოდა, წავსულიყავი და მესახელებინა ჩემი ქვეყანა. ამას გარდა, მინდოდა ჩემი ბიზნესი მქონოდა. მიყვარს ძლიერი, დამოუკიდებელი ქალები, რომლებსაც ოჯახის პარალელურად თავისი ბიზნესი აქვთ და ფინანსურად მყარად დგანან ფეხზე. მერე დაიწყო კონფლიქტები ოჯახში.
– რა მიზეზით?
– დედასთან მქონდა პრობლემა. ბებია მზრდიდა სოფელში, მაგრამ ბავშვობიდან მახსოვს დედა. მოდიოდა ხოლმე, საჩუქრებიც მოჰქონდა. სულ მიტოვებული არ ვყავდი, უბრალოდ, ერთად არ ვცხოვრობდით. 10-11 წლის ვიყავი დედამ და მამინაცვალმა თბილისში რომ ჩამომიყვანეს. რაც არ უნდა თქვას კაკომ, თამო ჩემი შვილი არ არისო, მაინც ჩემს მამად დარჩება ყოველთვის. ის ზრუნავდა ჩემზე, საჩუქრები მოჰქონდა, სიყვარულს მჩუქნიდა. სხვა მამა არ არსებობს ჩემთვის.
– შენი ბიოლოგიური მამის ვინაობა იცი?
– მას მერე, რაც გადაცემა „პროფილში“ გამოვჩნდი, ვიღაცები მირეკავდნენ. ბევრი გამოჩნდა ჩემი მამობის მსურველი. ერთი მირეკავდა, მოსკოვში ციხეში ვზივარ, აქ ვუყურე „პროფილს“ მამაშენი ვარო, მეუბნებოდა. არავისი არ მჯერა. არც ერთი ვერსია არ დავიჯერე, არც ერთი ზარი არ მივიღე სერიოზულად.
– არც გინდა იცოდე, ვინ არის შენი ბიოლოგიური მამა?
– არა. 23 წლის ვარ, მეცხრე წელია მარტო ვცხოვრობ. ყველაფერი ჩემით გავაკეთე და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. არ მჭირდება ახალი ხალხი. გინდაც ვიპოვნო ჩემი ბიოლოგიური მამა, ვერასდროს დავუძახებ მას მამას. რაც არ უნდა ცუდი იყოს კაკო, ის იქნება ჩემი მამა ყოველთვის. თუმცა ბოლო დროს დაგვეძაბა ურთიერთობა, დედას გამო. დედა სვამდა, პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა. 16 წლის ვიყავი სახლიდან რომ წამოვედი.
– სად წახვედი?
– მკითხეს სად მიდიხარო, მოვატყუე სახლიც ნაშოვნი მაქვს და სამსახურიც, არ ინერვიულოთ-მეთქი. დავურეკე ბიჭს, რომელსაც მოვწონდი, ჩავაწყვე ჩანთები მის მანქანაში და წავედი ჩემს მეგობარ გოგოსთან. ახლა რომ ვფიქრობ, არ ვიცი როგორ გავბედე. მაშინ ტაძარში ვმსახურობდი, მედავითნე ვიყავი. მეორე დღეს ვიყიდე „სიტყვა და საქმე“ და დავიწყე მუშაობა მიმტანად. 15 ლარი მქონდა დღეში. მერე მეორე სამსახურიც ვიშოვნე მცხეთაში. იქაც მიმტანად ვმუშაობდი. მერე ნელ-ნელა ვიყიდე პირველადი მოხმარების ნივთები: საბანი, ჭურჭელი. სამ თვეში ბინა ვიქირავე და მარტო გადავედი. მერე სასტუმროში ადმინისტრატორად დავიწყე მუშაობა. ახლა ტურისტული კომპანიის გენერალური მენეჯერი ვარ. იყო პერიოდი, როცა ფეხების პრობლემა შემექმნა. მიმტანობის დროს სულ დაბალძირიანი ფეხსაცმელი მეცვა. ქუსლის დაშლა დამემართა. ისეთი პრობლემები შემექმნა, ვეღარ დავდიოდი. მაინც ვდგებდი და მივდიოდი სამსახურში. ეს იყო ყველაზე ცუდი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ერთხელ იმდენი ტკივილგამაყუჩებელი დავლიე, გული წამივიდა სამსახურში.
– ამ ხნის განმავლობაში არავინ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, ვინც გეტყოდა, ცოტა ხანს დაისვენე, მე ვიზრუნებ შენზეო?
– მამაკაცს თუ გულისხმობ, თვითონ არ მინდოდა გამოჩენილიყო. არ შემიძლია ვინმეზე დამოკიდებული ვიყო. თუ მეყოლებოდა შეყვარებული, რა თქმა უნდა, დამეხმარებოდა, მაგრამ დროებითი ურთიერთობები ფინანსური დაინტერესების მიზნით, არ არის ჩემი სტილი.
– არავინ შეგყვარებია?
– ეკლესიაში როცა ვმსახურობდი, იქ მომწონდა ერთი მგალობელი. მერე ვიღაც „კეთილის მსურველები“ ჩაერივნენ და დავშორდით ერთმანეთს. იმდენად მეტკინა მაშინ გული, ვთქვი, რომ არავის გულთან ახლოს აღარ მოვუშვებდი. ამ სიყვარულის დაკარგვამ შემცვალა. როგორც კი ჩნდება ვინმე ვინც შეიძლება მომეწონოს, შემიყვარდეს, მაშინვე ვბლოკავ. კაცი მაინც კაცია, ოდესმე მაინც გატკენს გულს.
– მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?
– (იცინის) მე.
– რა გამოვიდა, უარს ამბობ მამრობით სქესზე?
– ჰო, ასე გამოვიდა. ამ ეტაპზე არავინ მყავს. ორი წლის წინ მყავდა საქმრო, რომელსაც დავშორდი და მის მერე არავინ მყოლია. არც მე ვარ კარგი ხასიათის. ძალიან ჯიუტი ვარ, რქიანი. მართალიც რომ არ ვარ, მაინც ვახერხებ თავი ვიმართლო. ალბათ, ესეც მიშლის ხელს სასიყვარულო ურთიერთობაში.
– ის, რომ საზოგადოებამ შიშველი სხეულით გაგიცნო, დისკომფორტს გიქმნის თუ გეამაყება?
– როგორ გითხრა, ჯერ მთელი ცხოვრება წინ მაქვს, სხვა კუთხითაც გავაცნობ საზოგადოებას თავს.
– რა იმალება შენი ლამაზი, შიშველი სხეულის უკან?
– კარგი კითხვაა. ბობოქარი თამუნა იმალება. მიყვარს ახალი რაღაცების აღმოჩენა, სწავლა. მიყვარს, როცა დაკავებული ვარ. მინდა სულ ასე ვიყო, ენერგიული და საქმიანი. სიბერეშიც ასეთი ვიქნები, ალბათ. რომ დავბერდები, ტაქსის მძღოლი ვიქნები, ალბათ (იცინის).
– სამომავლოდ რას აპირებ?
– ერთ-ერთ ტელეკომპანიას შევთავაზე ორი პროექტი. ერთი იქნება ქალებზე გათვლილი გადაცემა: თავის მოვლა, ჩაცმა, მაკიაჟი, რჩევები. და მეორე ისტორიული პროექტი, საქართველოს ქალაქებზე. ზურგჩანთით ვივლი და საქართველოს გავაცნობ ჩემს მაყურებელს. თვითონაც მაინტერესებს სოფლები, რომელიც არ მინახავს. იმდენი საინტერსო ამბავი, ლეგენდა იმალება ამა თუ იმ მიყრუებულ სოფელში…
– როგორია საზოგადოების დამოკიდებულება ქუჩაში, როგორ გხვდებიან?
– სოციალურ ქსელში ხომ მლანძღავენ, ქუჩაში ვარ ყველაზე კარგი და საყვარელი გოგო. როცა „იმედის კვირაში“ გავიხადე, ზუსტად ვიცოდი რა რეაქციაც მოჰყვებოდა ამას. ეს საქართველოა. ამ ნაბიჯის გამო საზოგადოების 99 % გაგლანძღავს, მაგრამ გავა დრო და ყველას შევუყვარდები.
– ამის იმედი გაქვს?
– კი. არასდროს განვიცდიდი უარყოფით კომენტარებს, არც ვკითხულობდი. დაქალები მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, იმან დაწერა, ტრაკი ჯობია სახესო, ერთმა თქვა, მაშველით აქვს ძუძუები ბიუსტჰალტერში ჩატენილიო. ამაზე მხოლოდ ვხალისობდი. დღემდე ასე ვარ. წერონ, ილაპარაკონ. როცა აღარ ილაპარაკებენ, დავფიქრდები, კიდევ რისი გაკეთება შემიძლია, კვლავ აქტუალური რომ ვიყო ხალხისთვის.
– ახლახან საიტისთვის „ვენიუ ჯი“ გაშიშვლდი.
– ეს დაგეგმილი არ ყოფილა, ეშხში შევედით უბრალოდ. მე ძალიან მომწონს ეს ფოტოები. არაფერი ჩანს, ესთეტიკურად ლამაზია. ძალიან მომეწონა ჩემი უკანალი. ვგიჟდები საკუთარ თავზე, ჩემი სხეულის ყველა უჯრედი მომწონს. ამავდროულად თვითკრიტიკულიც ვარ.
– რას შეცვლიდი შენს გარეგნობაში?
– არაფერს. უბრალოდ, ცოტას დავიკლებდი წონაში. არ ვეწევი, არ ვსვამ, ვვარჯიშობ. ცომეულს არ ვჭამ, მაგრამ ტკბილეულზე ვერ ვამბობ უარს.
– რომელი სააგენტოს მოდელი ხარ?
– „ირაკლეონის“. შეიძლება სხვა მოდელებს არ ვგავარ, მაგრამ მომწონს ჩემი სისავსეები, გამხდარი რომ ვიყო, არ მომეწონებოდა. მე ბიონსეს სტილში გავდივარ. სულ მინდოდა მას დავმსგავსებოდი. ქალს უნდა ჰქონდეს, ტრაკიც, მკერდიც…
– და მაშველით უნდა იტენიდეს ბიუსტჰალტერში მკერდს?
– (იცინის) ჰო. ბევრი ვერ ხვდება, რომ ცხიმი და კუნთი განსხვავდება ერთმანეთისგან. როცა ქალს არ აქვს ცელულიტი, აქვს პრესი, ცოტა უკანალი…
– ცოტაა ეგ?
– (იცინის) ბევრი, თუნდაც. მოკლედ, მომეწონა ეს ფოტოები, განსაკუთრებით ჩემი უკანალი და სულ არ მაინტერესებს, რას იტყვიან ჩემზე. გაშიშვლდაო, თქვან, არ მადარდებას, მე ხომ ვიცი, რომ ამ ფოტოებში არაფერი მიჩანს. იცი რაზე მწყდება გული? უკრაინაში რომ ჩავედი, ისე თბილად დამხვდნენ, ისე მიღიმოდნენ და იმხელა სითბოს გამოხატავდნენ ჩემ მიმართ ქუჩაში, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანები… სულ არ იცოდნენ ვინ ვიყავი. ჩემს ქვეყანაში კი მხოლოდ კრიტიკა და ლანძღვა მესმის.
– ამ ყველაფრის მერე, როცა უკვე პოპულარული ხარ, ნორმალური სამსახური გაქვს, ბინა დაგირავებული გაქვს, ნაკლები პრობლემა გაქვს, დედას არ აქვს სურვილი შენთან ურთიერთობა აღადგინოს?
– გუშინ ვიყავი ბებოსთან, წამლები ჩავუტანე, თვეში როჯერ ჩავდივარ ხოლმე მასთან. ის დედასთან აღარ ცხოვრობს, მომვლელი ავუყვანე და მასთან გადავიყვანე საცხოვრებლად. მას მერე, რაც დედა ციხიდან გამოვიდა (მე ვუჩივლე, ბებოს სცემდა), აღარ დავხმარებივარ. როცა ცუდად ვიყავი, 10 ლარი ვთხოვე, წამალი მინდოდა მეყიდა. მაშინ კაკოსთან ცხოვრობდა. არ დამეხმარა. მაქვს, მაგრამ არ მოგცემო, მითხრა. ესეც გადავყლაპე, ვაპატიე, მაინც ვეხმარებოდი. დედა კაკოს რომ გაცილდა, სხვაზე გათხოვდა. მის ქმარსაც მე ვარჩენდი, ერთს ვთხოვდი მარტო, ბებოსთვის არ დაერტყა. ვიღაცის შვილი გაზარდა ქალმა, დედაჩემი აყვანილია, მერე ვიღაცის შვილიშვილებს ზრდიდა, კიდევ ცემის ღირსი იყო, სიბერე მაინც ჰქონოდა ტკბილი?! მარტო ამას ვთხოვდი და არ მომისმინა. მერე იმ ქმარსაც გაშორდა დედაჩემი. ახლა მარტოა. მეზობელმა მითხრა, მიწის ნაკვეთი გაყიდაო. საბუთებით ვერ გაყიდდა, ჩემი თანხმობის გარეშე, მაგრამ ისე აუღია ფული. წავიყვანე ადვოკატი და მივედი… ერთი წელია აღარ ვეხმარები დედაჩემს. ძალიან ჭკვიანი ქალია დედაჩემი, მაგრამ ერთი რამ ძალიან ეშლება. წლები გადის, ბერდება, უნდა მოახერხოს და ჩემთან აღადგინოს ურთიერთობა. ხომ დასჭირდება მომვლელი… ძალიან ადრე გავიზარდე, ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა.

წყარო: primetimenews.ge

Comments

comments