თამო ვაშალომიძე დედას შეურიგდა – „ვიჯექი და ველოდებოდი, საწოლიც არ ამილაგებია ის დღეები, არც ვჭამდი“

542
SHARE

თამო ვაშალომიძე დედას შეურიგდა. გთავაზობთ, ვრცელი ინტერვიუდან მოკლე ამონარიდს.
მაია ესიტაშვილი(თამუნას დედა): ეს თვითონ ვერ გრძნობს, იმიტომ რომ დედა არ არის. მაგრამ ეს მოლოდინი ტანჯვის წუთები იყო. ეს შანსი კი არ იყო, ეს ჩემთვის სასწაული იყო. ვიჯექი და ველოდებოდი, საწოლიც არ ამილაგებია ის დღეები, არც ვჭამდი.
– თამო, როგორი იყო შენთვის ეს ათდღიანი პერიოდი, საკუთარ თავთან ბრძოლის მომენტი ხომ არ გქონდა?
– არა, 10 დღის განმავლობაში ყოველდღე გვქონდა მიმოწერა. სულ ვურეკავდით და ვწერდით ერთმანეთს.
– როგორი იყო თქვენი შეხვედრის დღე, რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ?
მაია: – როგორი და მირეკავს თამუნა, გაემზადე, პირველ საათზე ჩამოვდივარო. მე მოვწესრიგდი, დავალაგე სახლი. შემდეგ დავჯექი და ეს იყო საშინელი ლოდინის საათები. გახდა, 2, 3… 6 საათზე უკვე ავნერვიულდი. მოკლედ, ყოველ წუთში მოდიოდა. აი, აქ ვარ და მალე მოვალო. 11-ის ნახევარია და ჯერ არაა ჩამოსული. გავიხადე, ჩავიცვი პიჟამო და ამ დროს მოვიდა. მნახა, ჩამკოცნა და მომეფერა. იმ ღამესვე წამომიყვანა. როგორც ხარ, ისე წამოდი, არაფრის წამოღება არ გინდაო.

წყარო: http://primetimenews.ge

FB კომენტარები

კომენტარი