თამო ვაშალომიძე დაინიშნა – „11 წლით უფროსია ჩემზე“

224
SHARE

მოდელი თამო ვაშალომიძე დაინიშნა. მისი რჩეული ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენია. როგორც მოდელი ამბობს, წყვილის ურთიერთობა უკვე სამ წელს ითვლის.
– სამი წელი ვმალავდით ჩვენი სიყვარულის ამბავს. საერთო მეგობრის ჯვრისწერაზე გავიცანით ერთმანეთი. თავიდან საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას. სამი თვის განმავლობაში მოახერხა, რომ ჩემი ყურადღება მიექცია. ამერიკაში ცხოვრობს უკვე 15 წელია. ადრე 2 თვეში ერთხელ ჩამოდიოდა და რაც მე გამიცნო, თვეში 4-ჯერ სტუმრობს საქართველოს. ძალიან ყურადღებიანია.
– მის სახელსა და გვარს არ გვეტყვი?
– ჯერ არ მინდა მისი გამოჩენა. ახალ წელს მთხოვა ცოლობა. მაშინ უარი ვუთხარი. ახლაც იმ პირობით დავთანხმდი, რომ ამ ამბავს, ანუ მის ვინაობას, არ გავასაჯაროებდით.
– რატომ მალავ?
– ასე მირჩევნია ამ ეტაპზე, უფრო კომფორტულად ვგრძნო თავს. მშვიდად ვარ. მის სახელსა და გვარს ვიტყვი მაშინ, როცა ერთად ცხოვრებას შევძლებთ. ახლა ეს შეუძლებელია, რადგან ის ამერიკაში ცხოვრობს, მე კი ერთწლიანი კონტრაქტები მაქვს საქართველოში და ჯერ ვერსად ვერ წავალ.
– მამაკაცებს არ უყვართ, როცა პოპულარულ, ძლიერ ქალებს ირჩევენ ცხოვრების თანამგზავრად. შენ შემთხვევაში როგორ იყო?
– მინდა გითხრათ, რომ თავადაც საკმაოდ პოპულარულია საქართველოში თავის სფეროში. ასე რომ, ნამდვილად არ აქვს ამის პრობლემა. მოსწონს ჩემი საქმე, პატივს მცემს და არ ეშინია იმ ჭორებისა და სკანდალების, რომელიც ჩემ გარშემო ყოველთვის არის. ძალიან ყურადღებიანია. უყვარს სიურპრიზების მოწყობა. სულ პატარა მაგალითს გეტყვით. მოდის ადამიანი და მეუბნება, რომ 2 საათში მაქვს ფრენა. არაერთი მსგავსი დღესასწაული მოუწყვია ჩემთვის. ასე რომ… მამაკაცები დროთა განმავლობაში იცვლებიან, ეჭვიანები ხდებიან, უხასიათოები. ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა. 3 წელია ერთად ვართ და ისევ ისე ვართ, როგორც გაცნობის პირველ დღეს.
– ეჭვიანი არ არის?
– როცა ადამიანს უყვარხარ, რაღაც დოზით ეჭვიანობს, მაგრამ ისე არა, რომ შემაწუხებელი იყოს ჩემთვის. მეც არ ვაძლევ საბაბს.
– ასაკობრივი სხვაობა არის თქვენ შორის?
– კი, 11 წელი. 37 წლის არის, მე – 26-ის. ამანაც განაპირობა ჩვენი ურთიერთობა. მე არ მომწონს ჩემხელა ბიჭები. მიყვარს ჩამოყალიბებული ადამიანები, რომლებმაც იციან, რა სურთ ქალებს და როგორ უნდა აქციონ ისინი ბედნიერებად.
– ქორწილი, თეთრი კაბა იქნება?
– ყველაფერი იქნება და აუცილებლად დაგპატიჟებთ.
წყარო: „პრაიმტაიმი“

FB კომენტარები

კომენტარი