თამთა ღლონტი – პირდაპირობა „მღუპავს“ (ფოტოკოლაჟი)

1396
SHARE

 

ღიმილის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.სჯერა, რომ არასოდეს შეიცვლება, როგორი გავლენიანიც არ უნდა გახდეს. დღეს არაჟურნალისტურ ამპლუაშია „ობიექტივის“ ჟურნალისტი თამთა ღლონტი.

სახელი: თამთა

გვარი: ღლონტი

სამუშაო ადგილი: ტვ „ობიექტივი“

რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი… არტისტი.

ყველზე მეტად ჩემს პროფესიაში მომწონს… ხალხთან ურთიერთობა და რიგ შემთხვევებში მათი დახმარება. (თუ შემიძლია , რა თქმა უნდა).

ყველაზე დასამახსოვრებელი რეპორტაჟი… ყველა გადაცემას ერთნაირი პასუხისმგებლობით ვეკიდები, თუმცა ალბათ გამოვარჩევ გადაცემებს, რომელთა დასრულების შემდეგ რესპონდენტები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ ჩვენ ერთად მივაღწიეთ მიზანს.

ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ… გულწრფელობას.

მჯერა, რომ… დავრჩები ისეთი, როგორიც ვარ, ნებისმიერი ძალაუფლების არსებობის შემთხვევაში (იცინის).

ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს ჩემს თავში… შინაგანი თავისუფლების მაღალი ხარისხი.

რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში… ზედმეტად განვიცდი გარკვეულ საკითხებს, რაზეც მერე გულიანად მეცინება ხოლმე.

ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება, არის… ღიმილი.

ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა, რომ… მქონოდა უზარმაზარი სახლი, სადაც მთელი ჩვენი ოჯახი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ვიცხოვრებდით.

ამ წამს ყველაზე მეტად მინდა, რომ ვიყო… წვიმიან ბათუმში.

ნიჭი, რომელსაც მინდა ვფლობდე… ვმღეროდე.

წიგნი, რომლის ავტორიც ვიქნებოდი… ასაკში დავწერ მემუარებს „თამთა ღლონტის დღიური“ (იღიმის). არავის გაუმხილოთ და ჩემს შვილს დღიურს ახლაც ვუწერ, როდესაც გაიზრდება, საჩუქრად გადავცემ. ვუყვები ყველაფერს ჩვენ შესახებ, რომ უკეთ მიცნობდეს, როგორც პიროვნებას და არა როგორც დედას.

ამოჩემებული სამოსი… ჩემი ტიპის ქალებს ამოჩემებული სამოსი არ გააჩნიათ (იცინის).

ყველაზე ხშირად მავიწყდება… რომ პირდაპირობა „მღუპავს“.

მეშინია… სიბნელის.

ვტირი, როდესაც… ვერავინ მხედავს.

მრცხვენია, როდესაც… კეკლუცობაში გამომიჭერენ.

ყველაზე მეტად მიყვარს… ჩახუტება.

რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და ახლა ვამბობ… ვპატიობ ადვილად, ვივიწყებ რთულად.

სიყვარული არის… ძალა, რომელიც მაცოცხლებს.

როდესაც ცუდად ვარ… ბედნიერების მიზეზებს ვეძებ.

პირად ურთიერთობებში ვარ… თბილი.

მინდა დამიმახსოვრონ, როგორც… ადამიანი.

ყარო: http://www.funtime.ge/arazhurnalistur-ampluashi/tamta-rlonti—pirdapiroba-mrupavs/

FB კომენტარები

კომენტარი