თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე, სავარაუდოდ, საკუთარ თავს წერილს სწერდა – “მომავალი მე – წერილის გაგზავნა მომავალში”

766
SHARE

თამარ ბაჩალიაშვილი 17 ივლისს, გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე, სავარაუდოდ, საკუთარ თავს წერილს სწერდა – “მომავალი მე – წერილის გაგზავნა მომავალში”. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული კომპიუტერის ექსპერტიზის შედეგებში ჩანს, მსგავსი ჩანაწერი რამდენჯერმეა დაფიქსირებული.

“კვირა+” ეცადა, გაერკვია დამატებითი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის სავარაუდო წერილთან დაკავშირებით, თუმცა ამ ეტაპზე სხვა კონკრეტული ინფორმაცია არ მოიპოვება, გარდა იმისა, რომ კომპიუტერში გადაღებულ ფოტოებში საჯაროდ ჩანს ჩანაწერის გაკეთების შესახებ ცნობა. მისწერა თუ არა გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე 23 წლის პროგრამისტმა წერილი საკუთარ თავს, ამას გამოძიება დაადგენს.

გარდა ამ წერილისა, შსს-ს მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებსაც ბაჩალიაშვილი საძიებო სისტემაში ეძებდა. მედიკამენტები, ძირითადად, საძილე საშუალებებია. ასევე, ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის შედეგებით იკვეთება, რომ პროგრამისტი გარდაცვალებამდე თვითმკვლელობის მეთოდებს Google-ში ეძებდა. 23 წლის გოგომ Facebook-ზე მოძებნა ინფორმაცია, რა მოსდის მის ანგარიშს გარდაცვალების შემდეგ.

“2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია “ფეისბუქის” გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებგვერდის სათაური — What will happen to my Facebook account if I pass away? რაც ქართულად ნიშნავს — რა მოუვა ჩემს “ფეისბუქის” ანგარიშს, თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე “გუგლში” თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი – facebook cancel account after death — რაც ნიშნავს: “ფეისბუქის” ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ.

2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე — 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ “გუგლის” საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide — რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე — გვერდზე მიწერილი აქვს სათაური — Suicide methods — Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდი”, — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. 24 ივლისს საქმეს კიდევ ერთი კვალიფიკაცია თვითმკვლეოობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. დაკარგვიდან 5 დღის შემდეგ ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული.

FB კომენტარები

კომენტარი