„თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიის კერა ოჯახში ეძებეთ – გარდაცვლილის “ფეისბუქიც” ოჯახმა და “ნაცებმა” გააქრეს!“

59
SHARE

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოცილურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილისა და გამოძიების შესახებ წერს:
“ხელისუფლებავ – რა დაგემართათ, თქვე კაი ხალხო, რამ დაგაბეჩავათ ისე, რომ ყველა მხრიდან გიბაგუნებენ და ხმა ვეღარ ამოგიღიათ?!

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (სხეულის მსუბუქი დაზიანება) და 126-ე 1 პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) სხვადასხვა დროს გამოძიებები რომ არის დაწყებული და ოჯახში “სტოლსაფრის” ქვეშ შემაკავებელი ორდერი რომ უდევს – რატომ არ ეუბნებით ხალხს ამის შესახებ?! საწყალ გოგოს 7000 ლარი რომ ჰქონდა ხელფასი და მშობლები გამუდმებით “აკაჩავებდნენ” – რატომ არ გინდათ, ხალხს გააგებინოთ?! “მეზობლების დაკითხვა არაფრის მომცემიაო”, რომ გაიძახიან – გამოჰკითხეთ მეზობლები და ნახეთ, რეებს მოგიყვებიან!.. რამ შეგაშინათ, რამ დაგასაწყლათ ისე, რომ სიმართლის თქმასაც ვეღარ ახერხებთ?! მაინცდამაინც მე უნდა ვთქვა ყველაფერი?! თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიის კერა ოჯახში ეძებეთ, ძალიან კი ცდილობენ “ნაცების” დახმარებით ისრების გადატანასა და კვალის დაფარვას!.. გარდაცვლილის “ფეისბუქიც” ოჯახმა და “ნაცებმა” გააქრეს!.. ეს ქალბატონი დედა რომ ბრძანებს, ექიმი ვარო – “ფიცი მწამს, მეტყველება მაკვირვებს” – ერთი აკადემიური ტექსტი არ მომისმენია მისგან!.. ნუთუ დედაქალაქში მიღებული უმაღლესი სამედიცინო განათლება არ იძლევა ამის საშუალებას?!”

FB კომენტარები

კომენტარი