თამარ ბაღაშვილის ქალიშვილი “რუსთავი 2”-ზე დარჩა – რას აცხადებს ნინი კუპ­რა­ძე​

179
SHARE

“რუს­თა­ვი 2”-ის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი ამ დრომ­დე არ ცხრე­ბა. ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მოს­ვლის შემ­დეგ არხი არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა სა­ხემ და­ტო­ვა და ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­ ნიკა გვა­რა­მი­ასთან ერ­თად, “მთა­ვარ არხზე” გა­და­ვი­და.
მათ შო­რის იყო “რუს­თა­ვი 2”-ის ერთ-ერთი სახე თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა “მთა­ვარ არხზე” სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ჟურ­ნა­ლის­ტი და წამ­ყვა­ნია.

“რუს­თა­ვი 2”-ზე მუ­შა­ობ­და ბა­ღაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი კუპ­რა­ძეც. იგი დი­ლის და გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია.
როგორც ნინი კუპრაძემ ambebi.ge -სთან საუბარში აღნიშნა, მას მთელი ბავშვობა რ2-ში აქვს გატარებული და ძალიან უყვარს ეს არხი
– “მთა­ვარ არხს” უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს, მათ­თან სა­მუ­შა­ოდ ამი­ტომ არ წა­ვე­დი. მთე­ლი ბავ­შვო­ბა “რუს­თა­ვი 2”-ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი.
ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს არხი, მე არ ვყო­ფილ­ვარ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­ცე­მე­ბის სახე, “პრო­დაქ­შენ­ში” ვმუ­შა­ობ და ამი­ტო­მაც დავ­რჩი აქ. აქვე ვი­ტყვი იმა­საც, რომ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა, ვინც “მთა­ვარ არხზე” წა­ვი­და და ისი­ნიც, ვინც აქ დარ­ჩა”, – ამბობს ნინი.

კითხვაზე, თუ როგორ შეხვდა თამარ ბაღაშვილი მის გადაწყვეტილებას, ამბობს, რომ წინააღმდეგობა არ ყოფილა.

“რა თქმა უნდა, მისი მხრი­დან არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ ყო­ფი­ლა.
მე ვიქ­ნე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი დი­ლის გა­და­ცე­მა­ში, ასე­ვე ვრჩე­ბი პრო­დაქ­შენ­ში”. – ამბობს ნინი კუპრაძე.

 

FB კომენტარები

კომენტარი