“თალიზის” წარმატების საიდუმლო

77
SHARE

იყო დრო, როცა სიმელოტე ერთგვარ “უკურნებელ სენად” ითვლებოდა. ჰოდა, ადამიანებიც ამსენისგან” განკურნებას ათასგვარი “კუსტარული მეთოდით” ცდილობდნენ  – თავზე ბალახბულახების ნაყენს ისხამდნენ, ვიღაც ექიმბაშისგან გაურკვეველი ინგრედიენტებით დამზადებულ მალამოებს ისვამდნენზოგი კი სიმელოტეს “პარიკით” ებრძოდა, მაგრამ ყველაფერი ეს წარსულს ჩაბარდა  – “თალიზმა” სიმელოტე სწრაფად, მარტივად, ეფექტურად და, რაც მთავარია, სამუდამოდ დაამარცხა

“ჩვენი კლინიკის წამყვანი ქირურგები არიან 9 სამეცნიერო შრომის ავტორი ვაჟა ვადაჭკორია, მარი გუგავა და ეკა ყანდიაშვილი,” –  მეუბნება თმის გადანერგვის კლინიკა “თალიზის” ხელმძღვანელი აკაკი წილოსანი. სხვათა შორის, ბატონი აკაკი მხოლოდ გამოცდილი ქირურგი, მეცნიერი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების წევრი კი არა, 22 სამეცნიერო შრომისა და 6 გამოგონების ავტორიცაა. სხვათა შორის, “თალიზი” 1998 წელს დაარსდა და, როგორც ბატონი აკაკი ამბობს, თავიდანვე თმის გადანერგვა უახლესი ამერიკული ტექნოლოგიებით, ანუ ე.წ. ფოლიკულური გაერთიანებების ტრანსპლანტაციითა და ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციით დაიწყო.

882738_1632385773688659_3671313555895869143_oსაერთოდ, თმის გადანერგვის ისტორია თითქმის ერთსაუკუნოვანია. მე-20 საუკუნის ბოლომდე ამ სფეროში უმაღლეს მიღწევად ე.წ. მსხვილი გრაფტების მეთოდი ითვლებოდა, რომელიც იაპონელმა მეცნიერმა ოკუდამ და ამერიკელმა დერმატოლოგმა ორენტრაიხმა 1939-52 წლებში დანერგეს. ოკუდა-ორენტრაიხის მეთოდის, ასე ვთქვათ, საიდუმლო ის იყო, კეფიდან კანის დიდი (4 მმ. დიამეტრი) კუნძულების, ანუ ე.წ. გრაფტების თმაგაცვენილ ადგილებში იმპლანტირება ხდებოდა, რასაც თმის ბუჩქისებურად ზრდა მოჰყვებოდა. ამ ფორმით “გაჩენილი” თმა კოსმეტიკურად არცთუ ესთეტიკური იყო. ამიტომაც, 1983 წელს ამერიკელმა ქირურგმა მარიტმა თმის გადანერგვა კანის კუნძულების კი არა, ცალკეული თმის ძირების (ფოლიკულების) სახით პირველად სცადა. ამ მეთოდს მოგვიანებით მიკროგრაფტინგი უწოდეს და მას მსოფლიოს კლინიკათა უმრავლესობა იყენებს.

…ბატონი აკაკი საუბრისას ხშირად ახსენებს “გრაფტსა” და “ფოლიკულურ გაერთიანებას”. ბუნებრივია, ამ ტერმინების “ადამიანური მნიშვნელობით” ვინტერესდები.

–  ერთი გრაფტი, ანუ ფოლიკულური გაერთიანება 1-დან 4-მდე ფოლიკულის (თმის ძირის) ერთობლიობაა, – ღიმლით მიხნის აკაკი წილოსანი. საერთოდ, ღიმილი და კეთილგანწყობა “თალიზის” სამყაროს თანმდევია.

– 1995-2000 წლებში ამერიკელმა მეცნიერებმა, ბერნშტეინმა და როსმანმა თმის გადანერგვის ფოლიკულური გაერთიანებების თეორია შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც თმის ტრანსპლანტაცია ზუსტად ისეთი განაწილებით წარმოებს, როგორც ბუნებაში გვხვდება, – აგრძელებს აკაკი წილოსანი, – ეს მეთოდი მაქსიმალური ბუნებრიობის ეფექტს იძლევა, ოპერაციის დროს ფოლიკულების დანაკარგი მინიმუმამდე დაჰყავს და, რაც მთავარია, ფოლიკულური გაერთიანებების სახით გადანერგილი თმა ავლენს მაღალ სიცოცხლისუნარიანობას, ანუ გადანერგილი 100 ფოლიკულიდან 100 ღერი თმა ამოდის…

– თმის გადანერგვა, ალბათ, ძვირი სიამოვნებაა, – ვამბობ ჩემთვის, თუმცა თანამოსაუბრეს ეს რეპლიკა უყურადღებოდ არ რჩება და მაკვალიანებს:

– ზონრის მეთოდით ერთი გადანერგილი გრაფტის ღირებულება, ოპერაციის მასშტაბის მიუხედავად, 1.5 ლარია, ფოლიკულური გაერთიანების ექსტრაქციის მეთოდით კი, – 3 ლარი. სხვათა შორის, “თალიზი” აღმოსავლეთ ნახევარსფეროში პირველი კლინიკაა, რომელიც ექსკლუზიურად ფოლიკულური გაერთიანებების გადანერგვას მიმართავს. ამასთან, ჩვენს კლინიკაში შემუშავებულმა კომპრესიულმა და კონტეინურმა მეთოდებმა საშუალება მოგვცეს, გამოგვერიცხა ფოლიკულების დეჰიდრატაცია, მნიშვნელოვნად შეგვემცირებინა სისხლდანაკარგი და ოპერაციების ხანგრძლივობა, რამაც თმის გადანერგვა პაციენტებისთვის კიდევ უფრო ადვილადგადასატანი გახადა… მთელ მსოფლიოში, მაქსიმალური საჭიროებისას, როგორც წესი, 2000-მდე გრაფტს ნერგავენ, თუმცა “თალიზი” მსოფლიო კლინიკათა იმ მცირე რიცხვშია, სადაც საჭიროების შემთხვევაში, ერთი ოპერაციის განმავლობაში, 4000-ზე მეტ გრაფტს ნერგავენ, რაც ნებისმიერი გამელოტებული ფართობის დასაფარად სავსებით საკმარისია.

თმის გადანერგვის ხანგრძლივი პროცესის, ასე ვთქვათ, უმტკივნეულობა კი, აკაკი წილოსანის მიერ შემუშავებული ორიგინალური საანესთეზიო ხსნარი და მეთოდიკაა, რომელიც “თალიზში” 2002 წელს დაინერგა. აღნიშნული ხსნარის მოქმედების ხანგრძლივობა 8 საათს აღემატება. შესაბამისად, პოსტოპერაციული პერიოდიც უმტკივნეულოა. აკაკი წილოსანის მიერ შემუშავებულ ხსნარს არ ახასიათებს ტოქსიკურობა, არ ახლავს გვერდითი მოვლენები, ანაფილაქსიური და ალერგიული რეაქციები და ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სრულიად უვნებელია. ახალი საანესთეზიო მეთოდიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი “ღირსება” კი ისაა, რომ სახის პოსტოპერაციული შეშუპებები, რაც თმის გადანერგვის ნებისმიერი ცენტრის პაციენტებს აწუხებთ, გამორიცხულია!

“თალიზში” ოპერაციები აკაკი წილოსანის ხელმძღვანელობით შექმნილი მიკროხვრელებისა და ფოლიკულური გაერთიანებების აღმრიცხველი ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სისტემით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემა ავტომატურად, ანუ ქირურგის, ან ასისტენტის გარეშე “ითვლის” წარმოებული მიკროხვრელებისა და ფოლიკულური გაერთიანებების რაოდენობას. აღსანიშნავია, რომ ეს უნიკალური სისტემა, რომელიც მხოლოდ “თალიზში” გამოიყენება, ერთის მხრივ, ამცირებს ოპერაციაში მონაწილე პერსონალის რიცხვს, მეორეს მხრივ კი, იძლევა ზუსტ და რაც მთავარია, ობიექტურ ინფორმაციას გადანერგილი გრაფტების (ფოლიკულური გაერთიანებების) შესახებ.

“თალიზს” ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების ლიცენზია აქვს. ცენტრში სისტემატურად ხდება თმის ქირურგ-ტრანსპლანტოლოგების მომზადება სხვა ქვეყნებიდან.

მოკლედ, “თალიზის” წარმატების ფორმულის მთავარი თეზისები ასეთია:

“თალიზი” გთავაზობთ თმის გადანერგვას როგორც ზონრის ექსციზიით, ასევე – ფოლიკულური გაერთიანებების ექსტრაქციისა და სხეულის თმის გადანერგვის მეთოდით.

“თალიზის” ძლიერი მხარე თმის გადანერგვის მასშტაბური ოპერაციებია.

“თალიზში” თმის გადანერგვა ხანმოკლე და სრულიად უმტკივნეულო პროცედურაა.

“თალიზი” ახორციელებს თმის გადანერგვას მაღალი სიხშირით.

“თალიზში” გამოყენებული მიკროხვრელებისა და ფოლიკულური გაერთიანებების მთვლელი ელექტრონული სისტემა ობიექტურ ინფორმაციას აწვდის პაციენტს ოპერაციის განმავლობაში გადანერგილი გრაფტების ზუსტ რაოდენობაზე.

“თალიზში” ჩატარებული თმის გადანერგვის მასშტაბური ოპერაციებიც კი იოლი პოსტოპერაციული პერიოდით გამოირჩევა, რომელსაც ტკივილი და სახის შეშუპება არ ახლავს.

“თალიზში” გარანტირებულია ოპერაციის შედეგები – გადანერგილი თმის ამოსვლა და მათი მუდმივი ზრდა.

“თალიზი” ხარისხისა და ფასის საუკეთესო თანაფარდობითაც გამოირჩევა.

ასე რომ, თუკი წარმატებაში ხელს სიმელოტე გიშლით, გამოსავალი უკვე იცით  – “თალიზი” თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და წარმატების მწვერვალზე აგიყვანთ!

ვანო პავლიშვილი

R

FB კომენტარები

კომენტარი