თაკო ჩარკვიანი ტრანსგენდერების მოთხოვნის შესახებ – “ვერ ვიგებ რატომ უნდა ეწეროს პასპორტში კაცი”

542
SHARE

თაკო ჩარკვიანი ტრანსგენდერების მოთხოვნაზე, კერძოდ, პასპორტში სქესის ჩაწერასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს.
“ახლა ვუყურე PS-ში ძალიან მძიმე სიუჟეტს – ტრანსგენდერებზე. მართლა მაინტერესებს, ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ქალია და თავს გრძნობს ქალად ფიზიოლოგიურად თუ ფსიქოლოგიურად, დიდი სურვილი აქვს, რომ გაიკეთოს ოპერაცია და უსახსრობის გამო ვერ იკეთებს, მაინტერესებს, რატომ უნდა ეწეროთ მათ პასპორტში – მამაკაცი, მართლა მაინტერესებს – ჩემთვის სრულიად გაუგებარია – მე წამიკითხავს ფ.ბ_ში აზრი, რომ თითქოს მამაკაცის უფლებები ხომ დაირღვევა, თუ ( ამ ტიპის ადამიანი) მეგობარ კაცს გაიჩენსო – თუ საერთოდ სიცრუეზეა საუბარი, ამ და ამ ტიპის სიცრუეს კაცის და ქალის მხრიდან, ყოველთვის კანონი უნდა არეგულირებდეს – სიცრუე, მაშინაც და ყოველთვის მიუღებელია იმ ურთიერთობის დროს, როცა არატრანსგენდერთან აქვს ურთიერთობა ადამიანს ( ასე რომ, ეს ძალიან სუსტი არგუმენტია), ახლა კი, ასე ტრანსგენდერიც დაუცველია და მამაკაციც, ბატონო, ასე უფრო ცუდი არ არის? ამიტომ ემოციის გარეშე, გონივრულად, კანონის მიხედვით, შესანიშნავად დარეგულირდება – ნაკლებად დასაშანტაჟებელი იქნება” სხვა ქვეყნების უშიშროების” მიერ გარკვეული ადამიანები (როგორც ცნობილია, წლების მანძილზე ამას აკეთებდა უშიშროება), ვინაიდან მათ დაიცავთ კანონი, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი, რომელიც იბრძვის, ისე უნდა ოპერაციის გაკეთება ( სახლს ყიდის და რა ვიცი კიდევ რა), რადგან გრძნობს, რომ ქალია, მართლა ქალი, მართლა ვერ ვიგებ, რატომ უნდა ეწეროს პასპორტში კაცი – არ მესმის და რა ვქნა – ტრაღედიააა მართლა”- წერს ჩარკვიანი.

Comments

comments