თაკო ჩარკვიანი: გაბუნია ვინატრე სტუდიაში რა ვქნა, ვინატრე და არ ვთქვა?

201
SHARE

პარტიის “კანონი და სამართალი” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა დაა ამბობს, რომ ტელეკომპანია “რუსთავის2-ის” წამყვანი, გიორგი გაბუნია ინატრა სტუდიაში.

როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ეუხერხულება, თორემ “კაგებეშნიკური” ტყუილების გამო პუტის “შეუკურთხებდა” კიდევაც.

“პუტინს მოვუსმინე და გაბუნია ვინატრე სტუდიაში (რა ვქნა, ვინატრე და არ ვთქვა?? ნუ, საფლავის გინებას არ ვგულისხმობ, ცხადია – საფლავის გინება ცუდია). აი, დანარჩენი ვინატრე, ნეტავ, არ მეუხერხულებოდეს – ერთი კარგად “შევუკურთხებდი” ამ “კაგებეშნიკური “ტყუილების გამო, ამ ჩემი ქვეყნის ამაოხრებელს ადამიანები რომ გამოჰყავს წყობიდან და აღიზიანებს: ” საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინაო 1918 წელსო, კიდევ უარესი, 1919-20 წლებში ცხინვალშიო”! ჩვენი ჯაბანი და ბითური ხელისუფლება დუმს ამ შეგნებულ სიცრუეზე, ისტორიის ამ დამახინჯებაზე, რაღაცა პატარა, მორიდებული “კნავილი” კატის არ გაგვიგია ამ უბადრუკებისგან! გაბუნია სტუდიაში (საფლავების ხსენების გარეშე, რა თქმა უნდა)”, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

​შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა – “1918 წელს საქართველომ გერმანიის ჯარების დახმარებით მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია, 1919-1920 წლებში კი უფრო სასტიკად იქცეოდა ოსეთში – ეს იგივეა, რაც გენოციდი”.

FB კომენტარები

კომენტარი