თაკო ნაცვლიშვილი Victoria Secret-ის ფინალურ ტურში ვერ გადავიდა

317
SHARE

“თაკო ნაცვლიშვილი, Victoria Secret-ის შოუს, სამწუხაროდ, წელს ვერ შეუერთდება”,-ამის შესახებ ინფორმაცია თაკოს დედამ, ნინო ცქიტიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც მან აღნიშნა, თაკოს წარმატება მხოლოდ მათი წარმატება არ იქნებოდა, ეს მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
“მეგობრებო, თაკო Victoria Secret-ის შოუს, სამწუხაროდ, წელს ვერ შეუერთდება. არ იყო მარტივი ამ დღეების მანძილზე მოლოდინის რეჟიმში ყოფნა, მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედექით და გვგულშემატკივრობდით, ძალიან დიდი მადლობა სითბოსთვის, თანადგომისთვის. თაკომ ძალიან ბევრი იშრომა აქამდე რომ მისულიყო და ამ მასშტაბით გაეცნოთ.  მიზანი გვაქვს, შესაბამისად, ვაგრძელებთ ბრძოლას მიზნის მისაღწევად. მიზანდასახულობით და დაუღალავი შრომით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
თაკოს წარმატება მხოლოდ ჩვენი ოჯახის წარმატება არ იქნება, ეს მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.
დიდ წარმატებას გისურვებ და შენ ამას იმსახურებ!!!  We keep on moving and never give up !!! Love you  Tako Natsvlishvili”,- წერს სოციალურ ქსელში ნინო ცქიტიშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი