“თავიანთი ხელით გარეცხილი შარვლები და პულოვერები ჯერ კიდევ არ გამშრალა, მათი სხეულები კი უკვე გაცივდა”

88
SHARE

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი გუშინ, გაზის გაჟონვის შედეგად დაღუპული 7 ადამიანის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. “ქანდარაზე თავიანთი ხელით გარეცხილი შარვლები და პულოვერები ჯერ კიდევ არ გამშრალა, მათი სხეულები კი უკვე გაცივდა. ქალაქის მერი და “ყაზტრანსგაზის” ყვითელშარვლიანი მამა ალბათ თვალცრემლიან განცხადებას გააკეთებს, გლოვის დღესაც არ გამოაცხადებენ, “იმედი” თურქულ სერიალებზე გვაღვრევინებს ცრემლებს და “ღამის შოუცა” და “შუაქალაქიც” ძალაშია, რადგან ყური და თვალი უკვე მიეჩვია გაზით დატრიალებულ უბედურებებს და ის შვიდი ბიჭიც, ამ დილით უფროსმა რომ ნახა ნაქირავებ ბინაში გაზით გაგუდულები, სავარაუდოდ, უკლებლივ სოფლელები იყვნენ, მდიდართა ბინების საშენებლად და ღარიბი ოჯახების გამოსაკვებად, დედაქალაქში ჩამოსულები…“, – წერს პოსტის ავტორი.

გუშინ, ისანში გაზის გაჟონვის გამო 7 ადამიანი დაიღუპა. მათგან ყველაზე უმცროსი 19 წლის იყო.

FB კომენტარები

კომენტარი