თადუმაძის თანაუნივერსიტეტელი გამოჩნდა – “300 დოლარს იხდიდი და დიპლომი მოგქონდა”

3374
SHARE

სოციალურ ქსელში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის თანაუნივერსიტეტელის პოსტი გამოჩნდა, სადაც ხვიჩა ყალაბეგაშვილი წერს, რომ ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში” ისიც სწავლობდა.

როგორც ის სოცქსელში წერს აღნიშნულ სასწავლებელში, არაფერს ასწავლიდნენ, 300 დოლარს იხდიდი და დიპლომს იღებდი.

​”მე ვსწავლობდი იმ უნივერსიტეტში პროკურორი თუ მოსამართლე თუ რაც არი, რომ სწავლობდა – “ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში”, რომელიც სკოლაში იყო გახსნილი, 62-ე სკოლაში, მოსწავლეები რომ ამთავრებდნენ ჩვენ შევდიოდით. გამოცდებზე რომ მივედი რექტორი გადაირია სწავლა სექტემბერში იწყება და მაშინ მოდიო. არაფერს, საერთოდ არაფერს მანდ არ ასწავლიდნენ, 300 დოლარს იხდიდი და დიპლომი მოგქონდა. ერთ წელიწადში წამოვედი, მეეჭვება როდისმე სხვა ვითარება ყოფილიყო”,- ხვიჩა ყალაბეგაშვილი.

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძის განათლებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაისვა კითხვები, სადაც თადუმაძეს თხოვეს, რომ დაესახელებინა თანაკურსელები, რომლებსაც ექნებოდათ მისი მსგავსი დიპლომი. თადუმაძემ თანაკურსელების დასახელებისგან თავი შეიკავა და მიზეზად დაასახელა, რომ ამის ნებართვა არ აუღია, ხოლო თუ მის თანაკურსელს ექნებოდათ ამის სურვილი, შეეძლოთ თავადვე განეცხადებინათ.

FB კომენტარები

კომენტარი