ზღვამ ათი ათასობით დახოცილი ზღვის ბინადარი გამორიყა (ფოტო)

200
SHARE

ბრიტანეთსა და ევროპაში უამინდობა მძვინვარებს. ზამთრის დასასრულსა და გაზაფხულის დასაწყისში უჩვეულო სიცივეა. ზოგი ქალაქი მთლიანად თოვლშია ჩაფლული.
ინგლისში კი ნამდვილი აპოკალიფსი მოხდა -კენტის საგრაფოს სანაპიროზე ზღვამ ათი ათასობით ზღვის ბინადარი გამორიყა.
სანაპიროს დაახლოებით სამკილომეტრიანი მონაკვეთი დახოცილი ზღვის ვარსკვლავებით, მედუზებითა და თევზებითაა მოფენილი. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნაპირზე მკვდარი ფრინველებიც ნახეს.
სანახაობა შთამბეჭდავი, მაგრამ ამავე დროს, საშიში და შემზარავია.

Comments

comments