ზღაპარი დედაზე, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა – ეს ყველა დედამ უნდა წაიკითხოს!

134
SHARE
თერაპიული ზღაპარი ლამაზ დედაზე, რომელსაც ყველაფერი გამოსდიოდა

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ლამაზი დედა. მას ყველაფერი გამოსდიოდა. სახლში ყოველდღე იყო სადილი, ნამცხვარი, კომპოტი. დასვენების დღეეში – პიცა და ბლინები. სახლში სუფევდა იდეალური სისუფთავე. გოგონა – კაბაში, ბიჭი – შორტებში, ქმარი საშინაო ფორმაში, უთო ვერ ასწრებდა გაცივებას.სარეცხი მანქანა სულ ჩართული იყო. მაღაზიაში სიით დადიოდა და უკან უამრავი სანოვაგით ბრუნდებოდა. გოგონა – ინგლისურზე დაჰყავდა, ბიჭი – ფეხბურთზე, დასვენების დღეებში – საცურაო აუზზე. მას ყველაფერი გამოსდიოდა. არც ამინდი იყო დაბრკოლება და

არც ხასიათი. ყველაფერი იყო დროულად, ლამაზად, გემრიელად და სწრაფად. იმიტომ, რომ ყველა წუთი მისთვის ძვირფასი იყო. ყველაფერი ჰქონდა გათვლილი. მხოლოდ რამდენიმე წამი ჰქონდა თავისუფალი, როდესაც შეეძლო სარკეში მოეკრა თვალი თავისი გარეგნობისათვის. ეს ხდებოდა მაშინ, როცა: იხეხავდა კბილებს, ან როდესაც უბრალოდ ჩაურბენდა სარკეს. ისე იყო სწრაფად სიარულს მიჩვეული, რომ ნელა ვეღარ დადიოდა. ასე ცხოვრობდა დიდხანს. ამასობაში ბავშვები წამოიზარდნენ. დაინახეს, რომ სხვის დედებს სხვადასხვა ფერის ტუჩის საცხი ესვათ, თვალები უბრწყინავდათ. მათ დედას კი ტუჩის საცხი დიდი ხანია აღარ უხმარია, სახეზეც ფერი აღარ ედო, თვალებში ნაღველი ჩაუდგა. ერთხელაც დილით, საუზმის შემდეგ მათ დადგეს სკამი კედელთან, იქ, სადაც დიდი საათი ეკიდა. ბიჭი ავიდა სკამზე, აიწია თითის წვერებზე და გააჩერა საათის ისრები. ხედავენ: სანამ საათის ისრები არ მოძრაობენ, დედაც არსად არ ჩქარობს, ზის და ისვენებს. გაუხარდათ ბავშვებს.
მას შემდეგ, ყოველ დილას, საუზმის შემდეგ პატარები აჩერებენ ისრებს. ახლა დედა ფერადი ტუჩებით დადის და ზოგჯერ დაძინებასაც ახერხებს, მანამ სანამ ისრები ისევ დაიწყებენ წიკწიკს.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი