“ზურიკო, ბებიამ რომ გეიგონა შენი ესმას დაბადების ამბავი, ტკბილი ფლავი მოხარშა, ყველა ამვლელ-ჩამვლელი შენ და შენს პატარა შვილს ლოცავდა..”

45
SHARE

“გარდენია შევარდნაძის” მფლობელი, ზურა შევარდნაძე მუსლიმ მეგობრებს სოციალური ქსელით მიმართავს და ისტორიას იხსენებს:

შვილი რომ შემეძინა, ყველა ნათესავმა, ახლობელმა, შინაურმა და გარეულმა გულითადად მომილოცა და არც საჩუქრები დაიშურეს სიხარულის გამოსახატად. ყველაზე განსაკუთრებულად ჩემმა ღორჯუმელმა მეგობარმა ოჯახმა მომილოცა. არც გილოცავთ, არც გვიხარია, არც ღმერთმა სასახელო გაგიზარდოს, რამდენიმესიტყვიანი წერილი გამომიგზავნეს ..
“ზურიკო, ბებიამ, რომ გეიგონა შენი ესმას დაბადების ამბავი, დიდი ქვაბით ტკბილი ფლავი მოხარშა, შარაზე გამოდგა, დაარიგა და იმ დღეს მთელი სოფელი, ყველა ამვლელ-ჩამვლელი შენ და შენს პატარა შვილს ლოცავდა..”
ზღაპრებში რომ ხდება, ისეთი ამბავი მგონია..
სანამ ცოცხალი ვარ, არასდროს დამავიწყდება.
დღეს მუსლიმანი ქართველები ბაირამს ზეიმობენ..
“ბაირამ მუბარაქელა”, ჩემო გულიანო, ბევრ ქართველზე უფრო ქართველო, წესიერო, მშრომელო, ენით აღუწერლად მშრომელო, იმედიანო, ბარაქიანო, სტუმრისმოყვარე, მხიარულო და ხალისიანო, ჩემო მთის აჭარელო მეგობრებო.
#გარდენიასისტორიები”, – წერს შევარდნაძე. 

 

FB კომენტარები

კომენტარი