ზურა ყიფშიძე: მე, ჩემმა მეუღლემ და კიდევ რამდენიმე მეგობარმა წყნეთში მფრინავი თეფში ვნახეთ

285
SHARE
OLYMPUS DIGITAL CAMERA

მსახიობი ზურა ყიფშიძე „პრაიმტაიმთან“ ამოუცნობ ობიექტზე საუბრობს, რომელიც მან და კიდევ რამდენიმე ადამიანმა შენიშნა, ასევე საუბრობს იმ გრძნობაზე, რომელიც კლინიკური სიკვდილის დროს დაეუფლა და ადამიანს, რომლის გავლენის ქვეშაც სექტანტივით იქცეოდა.
„ერთხელ მოვხვდი ასეთ ადამიანთან, გათვალული ხარო, მითხრა. მითხრა, შენ გარშემო შავ აურას ვხედავო, იმ პერიოდში, მართლაც, ცუდად ვგრძნობდი თავს, არ ვიცი, რამდენად მომეხსნა გათვალვა, მაგრამ მსგავსი რაღაცა რომ არსებობს, მჯერა. ისიც მჯერა, რომ შავი და თეთრი ძალები არსებობს და მოქმედებს ადამიანებზე. მოსკოვში ყოფნის დროს ერთი ახალგაზრდა ბიჭი გადამეკიდა და სცადა, თავისი გავლენის ქვეშ მოვექციე. წელიწად-ნახევრის განმავლობაში არც ხორცს და არც კვერცხს არ ვჭამდი, არც ღვინოს ვსვამდი და ქალებს საერთოდ არ ვეკარებოდი. უკვირდათ ბიჭებს, მეუბნებოდნენ, სექტანტივით ხარო. შემდეგ მოვახერხე, ჩამოვშორდი ამ ადამინს და რაღაცნაირად ამოვისუნთქე. მე, ჩემმა მეუღლემ და კიდევ რამდენიმე მეგობარმა, წყნეთში მფრინავი თეფში ვნახეთ, ყველანი აბსოლუტურად ფხიზლები ვიყავით, ვუყურებდით, როგორ მიფრინავდა თეფშის მსგავსი, მერე იქიდან გადმოვიდნენ მისივე მსგავსი პატარა რაღაცები და სხვადასხვა მხარეს წავიდნენ. ეს საოცრება იყო, ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი სანახაობა. კლინიკური სიკვდილი ორჯერ გადავიტანე, ერთხელ მოსკოვში და მეორედ თბილისში. იქ საოცარი სიმშვიდის განწყობა დამეუფლა, მაგრამ მაინც აქ მირჩევნია, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვთვლი, რომ კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი“, – განაცხადა ზურა ყიფშიძემ „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში.

FB კომენტარები

კომენტარი