ზურაბ ჯაფარიძე თანამოაზრეებთან ერთად აბაზანის ხალათში (ფოტო)

452
SHARE

„გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საირმეში, ამომრჩეველს უჩვეულო გარემოში ხვდება. კერძოდ, სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება, სადაც ზურაბ ჯაფარიძე აუზში თანამოაზრეებთან ერთად იმყოფება.

სოციალურ ქსელში ასევე, გავრცელდა ფოტო, რომელზეც ხალათში გამოწყობილი ზურაბ ჯაფარიძე თანამოაზრეებთან ერთად არის აღბეჭდილი.

„პრეზიდენტობის კანდიდატი და დანარჩენი ხალათ-ბოტასიანი ბიჭები, რაღაცნაირად მაინც ისტორიული ფოტოა. ბოტასი + ხალათი = ახალი ტრენდი“, – წერს ჯაფარიძის ერთ-ერთი თანამოაზრე სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.

FB კომენტარები

კომენტარი