ზუზუ დაქორწინდა – ვინ არის მსახიობის რჩეული (ფოტო)

1467
SHARE

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული თამარ ორაგველიძეა.
“თამარი სტამბულში ცხოვრობს. ცოტა ხნით იყო საქართველოში ჩამოსული და ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდით ერთმანეთს.
კარგად ვგრძნობთ ერთად თავს და გადავწყვიტეთ, ხელი მოგვეწერა.
ძალიან კარგი იუმორი აქვს, კარგი ხედვა, ზუსტად იცინის ადამიანზე, სწორი გაგებით. სწორად გამიცნო. მე ყველას არ ვუყვარვარ, მე ხომ ქალივით მოვლა მჭირდება.
არც ძალიან ჩიხტიკოპია და არც ტუჩებს რომ ვეღარ ამოძრავებენ ბოტოქსისგან, ისეთი. ვგავართ რაღაცებით ერთმანეთს. ჩხუბიც მოვასწარით და შერიგებაც. ერთი კვირა ვიყავით ერთად ხელის მოწერიდან და  თურქეთში დაბრუნდა, რადგან იქ მუშაობს.
ახლა მე წავალ…  დაბადების დღე მაქვს და ან მე წავალ ან თამარა ჩამოვა ჩემთან. – განაცხადა ზუზუ  ბეჟანიშვილმა “პრაიმთაიმთან” ინტერვიუში.

Comments

comments