ზუგდიდში ქორწინების სახლი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

533
SHARE


საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ქორწინების სახლი გახსნა. დაქორწინების მსურველი პირველი წყვილის ბადრი ქირიასა და მარიამ კვარაცხელიას ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით ჩატარდა.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 8 თებერვალს, ზუგდიდში ქორწინების სახლის გახსნა სიმბოლურად ქორწინების საერთაშორისო დღეს დაემთხვა.


ამ დრომდე, ზუგდიდში ქორწინების მსურველებს შეეძლოთ მიემართათ იუსტიციის სახლისთვის, სადაც ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო რიტუალის გარეშე არის შესაძლებელი. ამჯერად ნებისმიერ წყვილს საშუალება აქვს ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით, უახლესი დიზაინით მოწყობილ ქორწინების დარბაზში დაარეგისტრირონ.

ინფორმაციისთვის, სერვისების განვითარების სააგენტოს ზუგდიდის ქორწინების სახლის სამუშაო დღეებია: ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა (დასვენების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი). მოქალაქეთა მიღება წარმოებს: 09:30–დან 17:00 საათამდე.

აღნიშნულ სამსახურში, ქორწინების რეგისტრაციის სპეციალური საზეიმო მომსახურების საფასური 50 ლარი იქნება.

მიმდინარე წელს საქართველოში 2872 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2015 წელს ქალაქ ზუგდიდში 87 წყვილი დაქორწინდა.

FB კომენტარები

კომენტარი