ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ბოკუჩავაზე: მიშამ პირდაპირ პარლამენტში…

206
SHARE

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ფაცაცია სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ თინათინ ბოკუჩავაზე შეურაცხმყოფელ და სექსისტურ პოსტს აქვეყნებს.

“#თინაბოკუჩავამ ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში “დამამთავრებინა”, ბოდიში, “გამათავებინა” უნივერსიტეტიო”, – წერს ფაცაცია.

პოსტს ქალთა უფლებადამცველებისა და საზოგადოების მხრიდან მალევე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება.

“ქართულო ოცნებავ”, ესაა თქვენი გენდერული თანასწორობა? ეს ტიპი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ გიზით? არ გრცხვენიათ პარტიაში? ვინ აიღებს პასუხისმგებლობას?”, – წერს უფლებადამცველი ბაია პატარაია და მთავრობის წევრებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

FB კომენტარები

კომენტარი