ზუგდიდის მკვიდრმა მშობლიური ქალაქის ნაგვის ურნები მოხატა (ფოტოკოლაჟი)

362
SHARE

სოციალურ ქსელში განხილვის თემად არც მეტი, არ ნაკლები ნაგვის ურნები იქცა. ზუგ12167904_1080859201958923_1386094595_nდიდის მკვიდრმა როსტომ ზარანდიამ მშობლიური ქალაქის ნაგვის ურნები მოხატა. მან ჩვეულებრივ ურნებს ჭიამაია და „სპანჯბობი“ დაახატა.
„ვშრომობ, რომ ჩემს უბანში შევქმნა ამხანაგობა. ეს იქნება უპრეცედენტო მოვლენა, როცა ამხანაგობა აქვთ არა კორპუსის ბინათმესაკუთრეებს, არამედ ჩვეულებრივი ქუჩის მცხოვრებლებს… სწორედ ამ მიზნით ჩამოვაყალიბე საინიციატივო ჯგუფი „ამხანაგობა კომუნა“, აქტიურად ვიყენებთ ასევე, ფეისბუქ-გვერდს ამავე სახელწოდებით… ვწერე, ვწერე, ვწერე ეს განცხადებები ტოლსტოის ქუჩის კეთილმოწყობის მოთხოვნით, კოლექტიურიც, ინდივიდუალურიც… არაერთი პირობა მივიღე, – წერილობითი, 12283004_1080859205292256_866126526_nზეპირი… წლების წინ უბნისთვის მოვითხოვე 8 ურნა და მივიღე ორი, რომ ეს ურნები მოსახლეობისთვის ”ახალი ხილი” აღმოჩნდა. ქედმაღლობად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ უმრავლესობა ვერ იყენებდა სათანადოდ, ასე ვთქვათ, ”არაჰიგიენურ12270214_1080859218625588_1133790333_nი მე“ გამოავლინეს, კოლექტიურად თავიდან ურნებზე სტიკერებს ვაწებებდი წარწერებით, მაგრამ უშედეგოდ… მერე გადავწყვიტე, მცირე მარკეტინგული ხერხი მეხმარა და თვითმმართველობის ყურადღების მისაპყრობად ”პოზიტიური ხმაური” ამეტეხა. ამავე დროს, ვიფიქრე, ურნის რებრენდინგსაც მოსახლეობა ახლებურად მიიღებდა, მოუვლიდა, – გაამართლა ორივე ფრონტზე! ისე დაემთხვა, რომ განათების მონტაჟი და „სპანჯბობის“ გამოჩენა ფაქტობრივად ერთდროულად მოხდა… ასევე, მივწერე წერილი ქალაქის მე
რს თხოვნით, რომ პირად კონტროლზე აეყვანა ტოლსტოის ქუჩაზე დაგეგმილი თუ დასაგეგმი სამუშაოები… ვფიქრობ, რომ გაითვალისწინა. პარალელურად, აქტიურად ვთანაშრომლობთ უბნის მაჟორიტართან და შედეგიც სახეზეა,- ტოლსტოის ქუჩა განათდა და გზის საფარის ორმული შეკეთების დაპროექტებაზეც ტენდერი გამოცხადდა სპა.ჯი-ზე, რომელსაც დიდი ყურადღებით ვაკვირდები…“- აცხადებს როსტომ ზარანდია.
12270425_1080859211958922_221305705_n

FB კომენტარები

კომენტარი