ზრაზები

111
SHARE


ინგრედიენტები:
ფარში – 500 გრ,
მოხარშული კვერცხი – 4 ცალი,
ხახვი – 200 გრ, პური – 100 გრ,
რძე – 200 მლ, მარილი, წიწაკა, ზეთი.


მომზადების წესი: ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ. შემდეგ თასში გადავიტანოთ და წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი დავუმატოთ, მარილი მოვაყაროთ და კარგად ავურიოთ. პური რძეში დავალბოთ. ფარშს პური შევურიოთ, მარილი და წიწაკა მოვაყაროთ. ფარშისგან ბლინის ფორმა გავაკეთოთ და თითეულ ფორმაში – კვერცხისა და ხახვის გულსართი მოვათავსოთ. შემდეგ გადავახვიოთ და ბოლოს ზეთში ორივე მხრიდან შევწვათ.

FB კომენტარები

კომენტარი