ზოდიაქოს 3 ნიშანი მამაკაცი, რომელიც ქალისთვის კოშმარია!

403
SHARE

ამ სამი ნიშნის წარმომადგენელი მამაკაცები ქალებთან ურთიერთობაში ყველაზე რთულები არიან. თუკი მათ იდენტიფიცირებას დროულად მოახდენთ, ცხოვრების გზაზე ბევრ დრამას აიცილებთ.
მაშ ასე, ვინ ურთულებს ქალებს ცხოვრებას?

კირჩხიბი
კირჩხიბი თქვენგან ემოციებს წურავს. თავად კირჩხიბის ემოციები კი კონტროლს აღარ ექვემდებარება. თუკი მას უყვარხართ, მაშინ გაგიმართლათ – რაც არ უნდა მოხდეს, არ მიგატოვებთ. მაგრამ თუკი კირჩხიბი-კაცი თავის გრძნობებში დარწმუნებული არ არის, მაშინ დროა, სხვა ვარიანტებზე იფიქროთ. გახსოვდეთ: თქვენ არ ხართ ვალდებული, მთელი ცხოვრება კირჩხიბი პარტნიორის ფსიქოლოგი იყოთ და მუდამ მისი ემოციური პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოთ. ასე რომ, ჯობს, კირჩხიბისგან თავი შორს დაიჭიროთ.

თხის რქა
სატურნის მიერ მართული თხის რქა მუდამ მის გარშემო ტრიალს გაიძულებთ. თუ გიყვართ, მაშინ დიდხანს მოთმინებით მოგიწევთ მისი ატანა. თუკი მას მიატოვებთ, ის თავს დალეწილად იგრძნობს. თხის რქა-კაცთან ურთიერთობა შეიძლება უკიდურესობამდე დაიძაბოს და ბევრი ტკივილი მოგაყენოთ. არადა ცხოვრება ისედაც გადატვირთულია. გსურთ კიდევ ერთი ზედმეტი პრობლემა?

კურო
ნუ გაგიტაცებთ ის ფაქტი, რომ კუროს ვენერა მართავს – სიყვარულის ქალღმერთი. კუროები იმდენად ჯიუტები არიან, რომ მთელი თქვენი ემოციური ენერგიის შთანთქმა შეუძლიათ. კუროები შესაძლოა, რომანტიკოსები იყვნენ, მაგრამ ამისთვის მათ კარგ ხასიათზე ყოფნა ესაჭიროებათ. როცა გუნებაზე არ არიან, მაშინ მათი სიტყვები თავს ცხოვრებაში ყველაზე ცუდ ადამიანად გაგრძნობინებენ. კუროსთვის უფრო ადვილია თქვენი შეურაცხყოფა, ვიდრე სიყვარულის გამოხატვა.

წყარო:https://funtime.ge

Comments

comments