ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ და ვის რა რჩევას აძლევენ ასტროლოგები -ოქტომბრის თვის პროგნოზი

1082
SHARE

17 სექ­ტემ­ბერს, ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში, ახალმთვა­რე­ო­ბაა . ახალმთვა­რე­ო­ბა თვე­ში ერთხელ დგე­ბა და გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, შე­ვად­გი­ნოთ ახა­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, ახ­ლე­ბუ­რად წარვმარ­თოთ ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი და აზ­რე­ბიც კი. რო­გორც უკვე იცით, ახალმთვა­რე­ო­ბა­ზე მზე და მთვა­რე ერთ ნი­შან­ში ერ­თდე­ბა , ამ­ჯე­რად – ქალ­წულ­ში.

ახალმთვა­რე­ო­ბა ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის კონ­კრე­ტულ სფე­როს გა­აქ­ტი­უ­რებს. სა­სურ­ვე­ლია, თუ იცით, პროგ­ნოზს გა­ეც­ნოთ თქვე­ნი ას­ცენ­დენ­ტის მი­ხედ­ვით, მერე უკვე მზის მი­ხედ­ვით და ქალ­ბა­ტო­ნებ­მა მთვა­რის ნიშ­ნის (მთვა­რე რო­მელ ნი­შან­შიც გყავთ) პროგ­ნო­ზიც წა­ი­კი­თხოთ. რად­გან მთვა­რე გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას ახ­დენს მან­დი­ლოს­ნებ­ზე.

ვერ­ძი

მთვა­რის ამ თვე­ში თქვე­ნი ძი­რი­თა­დი საზ­რუ­ნა­ვი იქ­ნე­ბა სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბა და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი, თუ ასე­თე­ბი გყავთ, რა თქმა უნდა. გირ­ჩევთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნოთ სა­მი­ვე სფე­რო­სად­მი. რად­გან თქვე­ნი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა მარ­სი ახლა თა­ვის­თვის კარგ პო­ზი­ცი­ა­ში არაა. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას კო­ლე­გებ­თან, უფ­როს­თან, ზოგს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ელის სამ­სა­ხურ­ში. შე­იძ­ლე­ბა იყოთ ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი საქ­მე­ე­ბით ან მი­უბ­რუნ­დეთ ძველ პრო­ექ­ტებს, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს. შე­იძ­ლე­ბა თა­ვად მო­გინ­დეთ სამ­სა­ხუ­რის ან სპე­ცი­ა­ლო­ბის შეც­ვლა. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა სთხო­ვონ ძველ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. დო­კუ­მენ­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბით შე­ად­გი­ნეთ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, მი­უბ­რუნ­დეთ მკურ­ნა­ლო­ბის ძველ მე­თოდს, შე­იც­ვა­ლოთ ექი­მი ან სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. ზო­გი­ერთს მო­უ­წევს ახ­ლო­ბელ­ზე ან ში­ნა­ურ ცხო­ველ­ზე გა­და­მე­ტე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა.

კურო

სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ბავ­შვე­ბი და რო­მან­ტი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი – აი, ის თე­მე­ბი, რაც სექ­ტემ­ბრის ახალმთავ­რე­ო­ბა­ზე მი­იქ­ცევს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას. გა­დახ­დეთ თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს, შე­იძ­ლე­ბა სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეთ მი­ტო­ვე­ბუ­ლებ­თან მიბ­რუ­ნე­ბა და მათი გა­ნახ­ლე­ბა ან დას­რუ­ლე­ბა. ეს ეხე­ბა ჰო­ბი­საც. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბამ, ან მი­უბ­რუნ­დეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც ადრე და­ი­წყეთ და მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი დაგ­რჩათ. კარ­გი თვეა დას­ვე­ნე­ბის, შვე­ბუ­ლე­ბის­თვის. გა­გიჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, მო­ი­ნა­ხუ­ლოთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადრე საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ან შვი­ლებ­თან ერ­თად იყა­ვით. მო­გე­ძა­ლე­ბათ ნოს­ტალ­გია ძვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მი­მართ. მო­გინ­დე­ბათ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მე­ტად იყოს დღე­სას­წა­უ­ლი. ან თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ან შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი და თა­ვა­დაც მო­გინ­დე­ბათ მათ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ პო­ზი­ტი­უ­რა თქვენ­თვის, ეცა­დეთ დღე­სას­წა­უ­ლი­ვით შეხ­ვდეთ მას. ზო­გი­ერ­თი მი­ი­ღებს დას­ტურს იმ სა­კი­თხზე, რა­ზეც ადრე უარი მი­ი­ღო.

ტყუ­პი

თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე, ნა­თე­სა­ვე­ბის (ფეს­ვე­ბის) თე­მა­ზე (ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სიც) და მშობ­ლე­ბის მი­მართ. ახალმთვა­რე­ო­ბა მო­გი­ტანთ სი­ახ­ლე­ებს. შე­იძ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვე­ბი გეს­ტუმ­რონ ან თქვენ ეს­ტუმ­როთ მათ. უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მოთ. სახ­ლში მო­გინ­დე­ბათ რა­ღა­ცის გა­და­კე­თე­ბა, რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა. თუნ­დაც, იყი­დით ან გა­ყი­დით უძ­რავ ქო­ნე­ბას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სახ­ლი­დან, დის­ტან­ცი­უ­რად და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა. თქვენს სახ­ლში შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა (გა­გიჩ­ნდეთ შვი­ლი, გა­თხოვ­დეს თქვე­ნი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ან სუ­ლაც თქვე­ნი უფ­რო­სი შვი­ლი სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­როს, ცალ­კე ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოს) და ამის გამო მო­გი­წი­ოთ სახ­ლში გა­დად­გი­ლე­ბამ, ცვლი­ლე­ბე­ბა. ან თუნ­დაც მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბა და და­ი­წყოთ სა­ბუ­თე­ბის გა­და­ფორ­მე­ბა, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის თქვენს ჭკუ­ა­ზე მოყ­ვა­ნა.

კირჩხი­ბი

მთვა­რის ამ თვე­ში არ გირ­ჩევთ ავ­ტო­მო­ბი­ლის ყიდ­ვას, მაგ­რამ მის გა­და­კე­თე­ბას და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას კი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­უბ­რე­ბი თქვენს დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან. ახლო გა­რე­მოც­ვას­თან (მე­ზობ­ლე­ბი, კო­ლე­გე­ბი). შე­იძ­ლე­ბა ეს სა­უ­ბა­რი ადრე და­ი­წყო და ახლა თა­ვის ლო­გი­კურ და­სას­რულს უნდა მი­უ­ახ­ლოვ­დეს. ან შე­იძ­ლე­ბა გახ­შირ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქ­ტი, მი­მოს­ვლე­ბი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუნ­დნენ ძვე­ლი მე­გობ­რე­ბი, ან გა­და­წყვი­ტოთ, მო­ნა­ხუ­ლოთ ის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც ადრე მე­გობ­რებთნ ერ­თად ერ­თო­ბო­დით. გირ­ჩევთ არ მო­გე­რი­დოთ და გა­ი­ჩი­ნოთ ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, იყოთ თა­მა­მი სა­ბუ­თე­ბის მოგ­ვა­რე­ბი­სას. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ დო­კუ­მენ­ტე­ბის სათ­ქვე­ნოდ გა­და­კე­თე­ბა­საც. თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა, საქ­მე­ე­ბი, რაც ადრე თქვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო მო­მარ­თუ­ლი. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­გიჩ­ნდეთ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­წე­რის სურ­ვი­ლი (ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა, უცხო ენე­ბი, ჰენდ მე­ი­დი). ამ პე­რი­ოდ­ში გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ გა­მოც­დე­ბის გა­და­ა­ბა­რე­ბა ან იმ სას­წავ­ლო სა­კი­თხთან (სა­დიპ­ლო­მო, სა­მეც­ნი­ე­რო თემა) მიბ­რუ­ნე­ბა, რაც ადრე მი­ა­ტო­ვეთ.

ლომი

მთვა­რის ამ თვე­ში მა­ტე­რი­ა­ლურ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ გექ­ნე­ბათ, უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ფული მი­ი­ღოთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის­თვის. აგ­რეთ­ვე, სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოთ შვი­ლე­ბის­გან, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან; მათ გა­გა­ხა­რონ თა­ვი­ან­თი მიღ­წე­ვე­ბით. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ფული ლა­ტა­რი­ა­ში მო­ი­გოს. ერთი სი­ტყვით, ამ პე­რი­ოდ­ში თქვენ­თვის მთა­ვა­რი სა­კი­თხია ფული. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი შე­ი­ძი­ნოს, მაგ­რამ მო­ე­რი­დეთ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნას. და­იბ­რუ­ნებთ ძველ ვა­ლებ­საც. ან მი­ი­ღებთ კრე­დიტს თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლო პი­რო­ბე­ბით. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, იშო­ვით. უკვე არ­სე­ბულ სამ­სა­ხურ­ში კი ან და­წი­ნა­უ­რე­ბა გე­ლით, ან ხელ­ფა­სის მო­მა­ტე­ბა. ზოგს გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო, ან შე­იძ­ლე­ბა ძველ სამ­სა­ხურს, საქ­მი­ა­ნო­ბას მი­უბ­რუნ­დეთ.

ქალ­წუ­ლი

თქვენ­თვის მთავ­რის ახა­ლი თვე თქვენს ნი­შან­ში ხვდე­ბა, ეს რა­ღაც ახა­ლი წე­ლი­ვი­თაა და მი­ა­ნიშ­ნებს, რომ რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოხ­დე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თა­ვად იქ­ნე­ბით აქ­ტი­უ­რი, რომ მი­ი­ღოთ ცხოვ­რე­ბის­გან სა­უ­კე­თე­სო და მაქ­სი­მუ­მი. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში და ეცა­დეთ, ისე მო­იქ­ცეთ, რომ ყველ­გან მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩეთ. შე­იძ­ლე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში მო­ვი­დეს ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ან გა­ი­გოთ, რომ მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით. თუ ელო­დე­ბით შე­მოქ­მე­დე­ბით აღი­ა­რე­ბას, ამა­საც მი­ი­ღებთ, შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­ჯვოთ რა­ღაც კონ­კურ­სში, მო­გი­წი­ოთ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლამ, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­გიც­ნობთ და ეცა­დეთ, თქვე­ნი თავი ყველ­გან სა­უ­კე­თე­სოდ წარ­მო­ა­ჩი­ნოთ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა მას­თან, ვის­თა­ნაც ადრე სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას გი­ჭირ­დათ, შე­იძ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოთ ყო­ფი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი (თუ ამის სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, რა თქმა უნდა). გა­მო­ნა­ხეთ დრო გა­და­ხე­დოთ, გა­და­ა­ხა­რის­ხოთ, გა­და­ა­ფა­სოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა, ჩვე­ვე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. გეძ­ლე­ვათ შან­სი, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვა­ლოთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ ეს პე­რი­ო­დი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, და­ი­წყოს ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ან სუ­ლაც, გა­და­წყვი­ტოთ და შე­იც­ვა­ლოთ იმი­ჯი, გა­რეგ­ნო­ბა ან და­ი­წყოთ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი, რა­მაც ადრე გიშ­ვე­ლათ და ახლა გსურთ, რომ გა­ი­მე­ო­როთ.

სას­წო­რი

მო­გინ­დე­ბათ დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა, რათა შორს გა­ემ­გზავ­როთ, შე­იძ­ლე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­შიც კი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, შე­მოგ­თა­ვა­ზონ სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ო­ბა, სწავ­ლა ან თქვენს ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ უცხო­ურ კო­მა­ნი­ა­ში. ამ მთვა­რის პე­რი­ოდ­ში ან მი­უბ­რუნ­დე­ბით ძველ პრო­ექ­ტებს, ან გან­მარ­ტო­ე­ბა, სიმ­შვი­დე­ში ყოფ­ნა და მუ­შა­ო­ბა მო­გინ­დე­ბათ. ზო­გი­ერთს ნა­ნატ­რი შეხ­ვედ­რა, ნა­ნატ­რი მგზავ­რო­ბა ელის, რი­თიც შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი მარ­ტო­ო­ბა დას­რულ­დეს. მი­ი­ღებთ დო­კუ­მენ­ტებს, რა­საც დიდ­ხანს ელო­დით. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მშვიდ გა­რე­მო­ში ლოც­ვა და მე­დი­ტა­ცია.

მო­რი­ე­ლი

გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან. სურ­ვი­ლე­ბი­სა და გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბამ ან ხალ­ხის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლამ (ონ­ლა­ი­ნაც კი). ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ახალ პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თოს, თუმ­ცა, მი­ტო­ვე­ბულ საქ­მე­ე­ბაც ნუ მი­ა­ტო­ვებთ. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს დიდი ხნის უნა­ხა­ვი მე­გო­ბა­რი და ერ­თად კარ­გად გა­ერ­თოთ. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას… ინ­ტერ­ნე­ტით ან მუ­შა­ო­ბას – ონ­ლა­ინ. სხვა­თა შო­რის, ეს უკა­ნას­კნე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ან დიდი ხნის უნა­ხა­ვი მე­გობ­რის­გან, ან ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან. ხში­რად გა­მო­ნა­ხეთ დრო, რომ შეხ­ვდეთ და იმ­ხი­ა­რუ­ლოთ მე­გობ­რებ­თან ერ­თად. კარ­გი იქ­ნე­ბა ინ­ტერ­ნეტ კონ­ტაქ­ტე­ბის აღ­დგე­ნა. სხვა­თა შო­რის, ზოგს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბაც კი ელის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით მი­ი­ღოთ იმ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი, რაც დიდი ხა­ნია გა­წუ­ხებთ.

მშვილ­დო­სა­ნი

აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­დე­ბა კა­რი­ე­რის მიზ­ნე­ბი. მო­გინ­დე­ბათ რე­პუ­ტა­ცი­ის ან სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბა. მთვა­რის ამ პე­რი­ოდ­ში ხში­რად მი­ი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ებს სამ­სა­ხურ­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფ­რო­სებ­თან. მო­გინ­დე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბა ან პი­რა­დი ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის შექ­მნა და შვი­ლე­ბის ყოლა გა­და­წყვი­ტოთ. სამ­სა­ხურ­ში გე­ლით და­წი­ნა­უ­რე­ბა, შე­ქე­ბა ან თქვენს სამ­სა­ხურ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა შე­იც­ვლე­ბა. ასა­კი­ა­ნი მშვილ­დოს­ნე­ბი, დიდი პა­ტი­ვით, შე­იძ­ლე­ბა გა­ვიდ­ნენ პენ­სი­ა­ზე. მი­ი­ღებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­წი­ნა­უ­რე­ბას­თან ან კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით. უარი არ თქვათ, თუ მი­გიწ­ვე­ვენ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, გთხო­ვენ სი­ტყვით გა­მოს­ვლას სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, ამით ავ­ტო­რი­ტეტს აი­მაღ­ლებთ გარ­შე­მო მყო­ფებ­ში. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტს, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­ი­ძი­ნოს, მაგ­რამ გირ­ჩევთ, რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლი (ან გა­და­ად­გი­ლე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი) არ შე­ი­ძი­ნოთ.

თხის რქა

გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რედ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოს, წიგ­ნის და­წე­რა ამ სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე­ე­ბის აღ­ძვრა. მარ­ტი­ვად მი­ი­ღებთ უცხო­ე­თის ვი­ზას, ან შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ მი­გიწ­ვი­ონ სა­მუ­შა­ოდ ან თქვენს ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ა­ში. ნაც­ნო­ბო­ბა და შეხ­ვედ­რა მო­სა­ლოდ­ნე­ლია უცხო­ელ პარტნი­ორ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მე­ო­რედ და­ქორ­წი­ნე­ბა გსურთ უცხო­ელ­ზე. აგ­რეთ­ვე, შე­იძ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღოთ სა­სა­მარ­თლო­დან. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა შვი­ლიშ­ვი­ლი ეყო­ლოს, ან გა­ი­გოს, რომ მალე ეყო­ლე­ბა.

მერ­წყუ­ლი

დიდ ფულ­თან, გა­და­სა­ხა­დებ­თან, მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი გახ­დე­ბა თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი. ეცა­დეთ, იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, როცა საქ­მე ფულს ეხე­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით, პარტნი­ო­რის ფი­ნან­სებს. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მარ­სის პე­რი­ოდ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ყო­ფი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, თუ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია, ის შე­იძ­ლე­ბა ინ­ტი­მურ სფე­რო­ში გა­და­ი­ზარ­დოს. გირ­ჩევთ, ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყოთ მას­თან, ვი­საც უკვე კარ­გად იც­ნობთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს მუ­შა­ო­ბა სა­ბან­კო სფე­რო­ში ან ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­აგ­რძე­ლებთ იო­გის ვარ­ჯიშს, რო­მე­ლიც მი­ტო­ვე­ბუ­ლი გქონ­დათ, ან მი­უბ­რუნ­დე­ბით ეზო­ტე­რი­კულ სფე­რო­ებს. ზოგი კი შე­იძ­ლე­ბა ძველ გა­მო­ძი­ე­ბას და­უბ­რუნ­დეს. მთვა­რის ამ თვე­ში აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებთ პა­სუ­ხებს თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე.

თევ­ზე­ბი

ყვე­ლა სხვა სფე­რო გვერ­დზე გა­და­ი­წევს და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­დე­ბა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. აგის­რულ­დე­ბათ სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც დიდი ხა­ნია გწა­დი­ათ. ეს შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბას­თან, ან მი­გი­ღონ სა­ოც­ნე­ბო კომ­პა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ, ან საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა ერ­თად ცხოვ­რე­ბა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბა ან შვი­ლის გა­ჩე­ნა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აღად­გენთ ურ­თი­ერ­თო­ბას ყო­ფილ პარტნი­ო­რებ­თან (საქ­მი­ან­თა­ნაც და თუ სურ­ვი­ლი გექ­ნე­ბათ, სა­სიყ­ვა­რუ­ლოს­თა­ნაც). ან შე­იძ­ლე­ბა თუ ადრე გი­ჭირ­დათ პარტნი­ორ­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, ეს ახალმთვა­რე­ო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ სწო­რად წარ­მარ­თოთ შეხ­ვედ­რა, მო­ლა­პა­რა­კე­ბა, გა­მო­ნა­ხოთ კონ­სენ­სუ­სი. ხოლო, თუ პი­რი­ქით, მე­უღ­ლეს­თან კავ­ში­რის გა­წყვე­ტა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, სა­სა­მარ­თლო­დან გან­ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბავს მი­ი­ღებთ. თქვენ სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბა. შე­იძ­ლე­ბა საყ­ვა­რელ­მა ადა­მი­ან­მა სა­ერ­თო ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა ან სა­ერ­თო ბი­ნის ყიდ­ვა შე­მოგ­თა­ვა­ზოთ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­უბ­რუნ­დეთ მი­ტო­ვე­ბულ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მთვა­რის ამ თვე­ში დიდი ხნის უნა­ხავ მე­გობ­რებ­საც შე­ეხ­მი­ა­ნე­ბით.

წყარო:https://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი