ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ქალები ახერხებენ მამაკაცს ადვილად შეაყვარონ თავი

206
SHARE

ალბათ დამეთანხმებით, რომ სუსტი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი, განსაკუთრებული ქარიზმითა და შარმით გამოირჩევა, რაც საშუალებას აძლევს, მამაკაცებს მარტივად დაახვიოს თავბრუ. ამასთან ერთად, შესაძლოა, ზემოხსენებული ქალბატონი სულაც არ გამოირჩეოდეს განსაკუთრებული ვიზუალური მონაცემებით და ვერც იდეალური სხეულის პარამეტრებით იწონებდეს თავს. მაშინ, როცა გაცილებით ლამაზი გოგონები მარტოობით იტანჯებიან. ჰოდა, რაშია საქმე?

საქმე ასტროლოგიურ გავლენაში გახლავთ. არსებობენ ქალები, რომელთაც ასტროლოგიურად აქვთ თანდაყოლილი მამაკაცების მარტივად მოხიბვლის ნიჭი.

ტყუპი – ქალური, მაცდური, არაპროგნოზირებადი, ზოგჯერ მსუბუქად ჭირვეული ქალია. იხდენს ნებისმიერ სამოსს და აბსოლუტურად უმაკიაჟოდ, თმადაუვარცხნელიც კი არ კარგავს შარმსა და მომხიბვლელობას. მას შეუძლია მამაკაცს თავი ბედნიერად აგრძნობინოს, არის მრავალმხრივი, საინტერესო, მხიარული და გარკვეულწილად,ბავშვური. ამასთანავე, მოუხელთებელიც, რაც მამაკაცებში მონადირის ინსტინქტს აღვიძებს. სასწორი – რბილი, დიპლომატიური, ზომიერად ჭკვიანი და გამჭრიახი ქალია. ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება, ზრუნავს სხეულის სილამაზეზე. აქვს დახვეწილი გემოვნება და იცვამს მოდის შესაბამისად, თუმცა არასოდეს თვალშისაცემად ან ვულგარულად. მამაკაცთან ურთიერთობაში არის საოცრად დამთმობი, ლმობიერი, თუმცა სიტუაციის კონტროლს მაინც ყოველთვის თავად ახერხებს. იცის უამრავი ქალური ხრიკი, ძლიერი სქესისთვის თავის შესაყვარებლად. ნამდვილი ცოლი და იდეალური პარტნიორია.
თევზები – მეოცნებე, ცოტა დაბნეული, ქაოტური და ემოციური ქალია. თუმცა მისი ეს დაუცველი და ბავშვური იმიჯია ის, რის გამოც მამაკაცები ჭკუას კარგავენ მისთვის. ქალი თევზი არასოდეს შეურაცხჰყოფს მამაკაცის ღირსებას, არასოდეს ეცდება მის დაკნინებას ან გადაფარვას საკუთარი წარმატებით. იგი ყოველთვის მისცემს პარტნიორს შანსს, რომ იყოს ნამდვილი მამაკაცი – ძლიერი, მამაცი და დომინანტური. ზუსტად ამიტომ აფასებენ ძლიერი სქესის წარმომადგენლები ქალ თევზს. ეს ის ქალია, რომელთანაც მამაკაცი თავს ნამდვილ მამრად გრძნობს და ღირსების შეგრძნებაერთიორად უმაღლდება.

FB კომენტარები

კომენტარი