ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება განსაკუთრებით წარმატებული აგვისტოს ბოლო

1100
SHARE

აგვისტოს თვე 2017 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა. ასტროლოგები თვლიან, რომ ზუსტად ამ თვეში ელით ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უმთავრესი ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელების ალბათობა. განსაკუთრებით აქტიური კი ამ მხრივ, აგვისტოს მეორე ნახევარი იქნება.
შედარებით რთულია აგვისტოს ბოლო კირჩხიბის, მორიელისა და თევზების ნიშნით დაბადებულებისთვის. ამ ადამიანების ცხოვრებაში დიდი ემოციები იქნება დაკავშირებული პირად და პარტნიორულ კავშირებთან. ასტროლოგები გირჩევენ – მოერიდეთ ზედმეტ დრამატიზმს.
ჰაერის ნიშნებს ტყუპს, მერწყულებსა და სასწორებს აგვისტოს ბოლოს ექნებათ შანსი გაიღრმაონ ცოდნა, შეიძინონ გავლენიანი ნაცნობები და მფარველები. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს და ე.წ. “ნიშნებს”, რომლითაც სამყარო თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებას ცდილობს.
მიწის სტიქიის ნიშნები კურო, ქალწული და თხის რქა აგვისტოს ბოლოს თავს გაცილებით უფრო მშვიდად და სტაბილურად იგრძნობენ. აუცილებლია დაკვირვებულობა და ყურადღება გამოიჩინოთ, იმიტომ რომ ზუსტად აგვისტოს მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი გაზარდოთ თქვენი შემოსავალი და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. ასე რომ, არ გაუშვათ იღბალი ხელიდან!
დაბოლოს, აგვისტოს მეორე ნახევრის ფავორიტები ცეცხლის ნიშნები იქნებიან. ლომებს, ვერძებს და მშვილდოსნებს პროფესიული კუთხით წინსვლისა და წარმატების რეალური შანსი მიეცემათ. ბევრი მათგანი დაწინაურდება კარიერაში. ან საშუალება მიეცემა წამოიწყოს საკუთარი საქმე.

წყარო:https://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი