ზოდიაქოს პრანჭიები

97
SHARE

როგორ გგონიათ, თავის მოვლისა და საკუთარ სხეულზე ზრუნვის განსაკუთრებული მოთხოვნილება ყველა ქალში თანდაყოლილი და ერთნაირია? ასტროლოგები, რომელთაც ევროპულ ქვეყნებში სტილისტებთან და იმიჯმეიქერებთან ერთად უწევს ამა თუ იმ ადამიანისთვის სპეციფიკური სამოსის შერჩევა, ირწმუნებიან, რომ არსებობენ ქალები, რომელთაც თანდაყოლილი და განსაკუთრებული მიდრეკილება გააჩნიათ მოიხდინონ ყველაფერი, ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო ლამაზად გამოიყურებოდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერ სამოსში გამოწყობილებმა შესძლონ საპირისპირო სქესისთვის თავბრუს დახვევა.

მათ შორის სამი ნიშანი ლიდერობს:

ლომი – მარტო იმის აღნიშვნაც კი, რომ მოდის კანონმდებელი და საყოველთაო გურუ – კოკო შანელი დაიბადა ამ ნიშნით უკვე თავისთავად ქმნის ლომ ქალზე და მის გემოვნებაზე წარმოდგენას. ქალი ლომები ეპატაჟის დედოფლები არიან, მათთვის იმას თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენენ საზოგადოებაზე საკუთარი იმიჯით უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ამ ქალებს უყვართ წვეულებები, დღესასწაულების ორგანიზება და მაღალ საზოგადოებაში ტრიალი. ამასთან ერთად, რაც არ უნდა მოხდეს, მანერებით ვერასოდეს მიხვდებით ქალი ლომის წარმომავლობას – იგი თავს ისე იჭერს, როგორც ნამდვილი ცისფერსისხლიანი მონარქი. ჩაცმის სტილი ლომებს მდიდრული, ძვირფასი აქსესუარებით ხაზგასმული და ეპატაჟური ახასიათებთ. მათი საყვარელი ფერი ჩალისფერია, მეტალი კი – ოქრო.

სასწორი – სიკეკლუცე და დახვეწილობა ხასიათში აქვს გამჯდარი დაბადებიდან. თუმცა, ლომისგან განსხვავებით, მისი სტილი არასოდესაა არც ეპატაჟური, არც მკვეთრად ვულგარული. სასწორი ფერების შეხამების დიდოსტატია, ფაქტობრივად მის ხელშია ჩაცმის მხრივ სამოსის “ფერთა პალიტრა” და როგორც ნიჭიერ მხატვარს შეეფერება, ყოველ ჯერზე დიდხანს ფიქრობს და არჩევს რა, როგორ და რა ფერთან შეხამებაში უნდა ჩაიცვას. მისთვის მნიშვნელოვანია ფერთა გამა და გრადაცია ჩაცმულობაში. არანაკლები სინატიფით არჩევს იგი აქსესუარებს, რომელიც არასოდესაა თვალშისაცემი, მაგრამ აუცილებლად გაგაოცებთ დახვეწილობით.

თევზები – ასტროლოგები თვლიან, რომ ამ ქალმა რაც არ უნდა ჩაიცვას ნებისმიერ შემთხვევაში მოიხდენს, მაშინაც კი თუ იგი შიშველ ტანზე უბრალო ჭილოფის ქსოვილს შემოიხვევს მხოლოდ. ქალი თევზები ქალურობის, სინაზისა და დახვეწილობის განსახიერებაა. ის გასაოცარი ოსტატობით იხდენს ნებისმიერ სამოსს, თუნდაც მამაკაცურს და ამით მის სილამაზეს არაფერი აკლდება. გარდა ამისა, იგი ფაქტურებისა და ქსოვილების იშვიათი კომბინაციების სიყვარულითაც გამოირჩევა. შეუძლია მოხდენილად ატაროს შიფონის კაბა და უხეშად ნაქსოვი ჯემპრი, აბრეშუმის სარაფანზე მოიხვიოს ფულეს შარფი. მოკლედ, მისი ხელწერა ყველაფერს ეტყობა, მათ შორის იმ მამაკაცებს, ვისთანაც თევზ ქალს კავშირი აქვს – დიახ, იგი ხშირადაა საყვარელი ადამიანის სტილის თანაავტორიც.

წყარო: http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი