ზოდიაქოს ნიშნები პოლიტიკაში

152
SHARE

ალბათ გაინტერესებთ, მაინც რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს სწყალობთ ბედი პოლიტიკაში და ვინ უნდა იყოს წარმატებული ქვეყნის წარმატებული ლიდერი. დღეს გვინდა გესაუბროთ იმაზე თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა შანსები აქვს ამ სარბიელზე მოსახვედრად.

ვერძი – მებრძოლი სულის გამო შეუძლია გახდეს სახალხო გმირი. მაგრამ იმპულსურობა და დაუფიქრებელი საქციელისკენ მიდრეკილება საშუალებას არ მისცემს იყოს კარგი პოლიტიკოსი.

კურო – უფრო “კულსიებს მიღმა მოთამაშეა”, მისგან შეიძლება დადგეს კარგი მოადგილე ან შავი სამუშაოს შემსრულებელი. ნაკლებად ილტვის ლიდერობისკენ.

ტყუპი – ყველა შანსი აქვს წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკოსის პროფესიაში. “სიტყვისთვის ხელს არ ჩაიყოფს ჯიბეში” და ყოველთვის აქვს რთული სიტუაციიდან თავის ოსტატურად დაძვერენის ნიჭი.

კირჩხიბი – დიდი პატრიოტია, მაგრამ ზედმეტად ემოციურია საიმისოდ, რომ პოლიტიკის ბნელ ხვეულებში გაიკვალოს გზა. თუკი მაინც მოახერხა ამ პროფესიაში აღზევება, აქვს რისკი ნეპოტიზმის ცოდვაში გაყოს თავი.

ლომი – დაიბადა იმისთვის, რომ მისგან ლიდერი დადგეს. პოლიტიკა და ლომი ერთად ბრწყინვალედ გამოიყურებიან. სიდინჯე, ჭკუა, ორგანიზატორული ნიჭი მოკლედ, ლომს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ მისგან ბრწყინვალე პოლიტიკოსი დადგეს.

ქალწული – ნაკლებად მოსწონს ლიდერის როლი. მისგან კარგი მრჩეველი, ვიცე-პრეზიდენტი ან თანაშემწე დგება. პოლიტიკა ნაკლებად არის მისი იდეალური პროფილი.

სასწორი – შესანიშნავი დიპლომატიური თვისებების წყალობით და იმის ხარჯზე, რომ ლამაზად საუბარი შეუძლია მისგან კარგი პოლიტიკოსი დადგება. თუმცა თვისებას მუდამ ყურადღება მიაქციოს გარშემო მყოფების აზრს და შეხედულებებს სერიოზულად შეუძლია მისი დაზარალება.

მორიელი – ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა სიფრთხილე, წინდახედულება, აზარტულობა და ქარიზმა მორიელს ყველა შანსი აქვს კარგი პოლიტიკოსის სტატუსის მოსაპოვებლად. მისგან შესანიშნავი სტრატეგიული მოთამაშე და ფარული ლიდერი დგება.

მშვილდოსანი – ძალზე ხშირად იკეთებენ კარიერას პოლიტიკაში ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა დემაგოგიის უზადო ნიჭი და ფილოსოფიური აზროვნება. მშვილდოსნები ალალები, პირდაპირები და შოუს მოყვარულები არიან რაც დამეთანხმებით, კარგი მონაცემებია პოლიტიკოსის კარიერისთვის.

თხის რქა – შესაძლოა ზედმეტმა სიფრთხილემ და თვითკრიტიკულობამ შეუაშალოს ხელი, თუმცა თუკი საკუთარ ძალებში ირწმუნებს და თანდაყოლილ ამბიციურობას მოიშველიებს, მისგან იდეალური პოლიტიკოსი დადგება.

მერწყული – ჰუმანისტი, გლობალურად მოაზროვნე და ჭკვიანია. ხშირად აღწევს წარმატებას პოლიტიკურ სარბიელზე იმიტომ რომ მოვლენების ხედვა ფართომასშტაბიან ჭრილში შეუძლია და ყოველთვის მზადაა კომპრომისებისთვის.

თევზები – ხათრიანი ბუნების, ემოციურობისა და ცვალებადი ხასიათის გამო ასტროლოგები თვლიან, რომ მისი საქმე ნამდვილად არ არის პოლიტიკა. თუმცა, თუკი მაინც ისე მოხდა, რომ ის ამ სფეროში აღმოჩნდა, ბევრს გააკეთებს სოციალური აქტივობის კუთხით.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი