ზოდიაქოს ნიშნები და მათი უპირატესობები ანუ რატომ უგებს მორიელი ჭკუით ვერძს, კურო მორიელს სიმშვიდით და ტყუპი ქალწულს ლოგიკით

1449
SHARE

ვერძი მოერევა თუ მორიელი – მორიელი კარგი სტრატეგია, ვერძს კი ბრძოლა შეუძლია უკეთ. ორივეს პლანეტა მარსი მართავს, თუმცა მორიელს დამატებით პლუტონიც ”უმაგრებს ზურგს” ამიტომ ვერძი მასთან ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდება თუკი ჭკუით არ იმოქმდებს და კუნთებზე დაიწყებს ცქერას. მორიელს შესანიშნავი მანიპულაციის ნიჭი აქვს, ჯერ ემოციურად დაღლის ვერძს, შემდგომ ამისა კი საბოლოოდ მოიპოვებს გამარჯვებას. ერთადერთ ვარიანტად ვერძს მორიელთან ალიანსის შეკვრა ან მოჩვენებით კაპიტულაცია რჩება, თუ უნდა რომ მეტოქე დაამარცხოს.

კურო უფრო ჯიუტია თუ თხის რქა – ორივე ჯიუტი და პრინციპული ნიშანია, თუმცა კუროს სიჯიუტე ხშირად უბრალოდ ”ჯიბრიანობას” წააგავს, მაშინ როცა თხის რქამ ყოველთის იცის რატომ არ უნდა დათმოს რამე. კუროები ზოგადად ვერ იტანენ ”მიწოლას”, თხის რქას კი კარგი მოთმინების და ლოდინის უნარი აქვს, ამიტომ ღიად არავის უპირისპირდება უბრალოდ და მარტივად არ ცვლის პოზიციებს.

ტყუპი უფრო გონებამახვილი და საზრიანია თუ ქალწული – ორივე მერკურით მართული ნიშანია და ინტელექტის კუთხით ერთიც და მეორეც ფაქტობრივად ”ჯიბეში” ჩაისვამს დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს. თუმცა საზრიანი, სხარტი და მოხერხებული ტყუპი უფროა ვიდრე ქალწული. ქალწულის გონება უფრო ანალიტიკურ აზროვნებას ეფუძნება, მაშინ როცა ტყუპი მრავალმხრივ ჭრილში აღიქვამს პრობლემებს და ყოველთვის აქვს სათადარიგო ვარიანტები გამოსავლის საპოვნელად.

მშვილდოსანი უფრო მეგობრულია თუ მერწყული – ორივე ნიშანი გამოირჩევა მეგობრულობითა და კომუნიკაციის ნიჭით. ერთსაც და მეორესაც უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ მშვილდოსანი გაცილებით უფრო დიდ მსხვერპლზეა წამსვლელი, როცა საქმე მეგობრებს ეხებათ, მაშინ როცა მერწყულს გარკვეული დისტანციურობა ახასიათებს ნებისმიერი ურთიერთობისას. სამაგიეროდ, მერწყული უფრო ჰუმანური და ლოიალურია სხვების შეცდომების მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით მშვილდოსანზე. იგი ხშირად ვერ პატიობს ტყუილს და ღალატს.

კირჩხიბი უფრო მოსიყვარულე და თბილია თუ თევზები – წყლის სტიქიის ნიშნები ზოგადად, სენტიმენტალურები და ემოციურები არიან. მათთვის აუცილებელია ახლო წრეში გახსნან საკუთარი შესაძლებლობები. შესაბამისად, ისინი მუდამ საჭიროებენ ოჯახის წევრებისა და პარტნიორების მხარდაჭერას. თუმცა, უფრო თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი ამ ორს შორის კირჩხიბია. თევზები ცოტა უფრო ქაოსური და პასუხისმგებლობების არცთუ დიდად მოყვარული ნიშანია, მაშინ როცა კირჩხიბის თავდადებას ოჯახის წევრების და საყვარელი ადამიანების მიმართ საზღვარი არ აქვს.

რომელი უფრო დახვეწილი, მოდური და გემოვნებიანია ლომი თუ სასწორი? – სასწორს პლანეტა ვენერა მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს სასიამოვნო ვიზუალურ მონაცემებთან და საოცარ შარმთან ერთად დახვეწილი გემოვნება და სტილის შეგრძნება გააჩნია, ლომი კი მმართველი პლანეტა მზის გამოისობით ცდილობს ყურადღების ცენტრში მოექცეს თუნდაც საკუთარი იმიჯის მეშვეობით. თუმცა, თქმა არ უნდა, გემოვნებისა და შემოქმედებითი აზროვნების მხრივ იგი სასწორს ვერ გაეჯიბრება.

წყარო astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი