ზოდიაქოს ნიშნების სამი ყველაზე აუტანელი თვისება

80
SHARE

ადამიანების უმეტესობას გააჩნია ხასიათში მკვეთრად გამოხატული ნეგატიური თვისებები, რომელთაც ზოგიერთი უხერხებს მართვას და კორექტირებას, თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა ყველას ნამდვილად არ ხელეწიფება. ასტროლოგია ზუსტად იმაში გვეხმარება, რომ გავერკვეთ საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის ნეგატიურ მხარეებში და ვუზრუნოთ იმაზე, რომ
ეს თვისებები მინიმუმანდე დავიყვანოთ:

ვერძის აუტანელი თვისებებია: სიფიცხე, უტაქტობა, ზედმეტი აგრესიულობა.

კუროს აუტანელი თვისებებია: სიზარმაცე, ინერტულობა, ღორმუცელობა.

ტყუპის აუტანელი თვისებებია: ლაყბობისკენ მიდრეკილება, ზედაპირულობა, დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანის უუნარობა.

კირჩხიბის აუტანელი თვისებაა: წუწუნი, დეპრესიულობა, პანიკიორობა.

ლომის აუტანელი თვისებაა: ყოყლოჩინობა, არაჯანსაღი ამბიციურობა, ეგოიზმი.

ქალწულის აუტანელი თვისებებია: მეწვრილმანეობა, პედანტიზმი, სიძუნწე.

სასწორის აუტანელი თვისებაა: მუდმივი მერყეობა, ნაკლები ბრძოლისუნარიანობა, ზედმეტი ხათრიანობა.

მორიელის აუტანელი თვისებების რიგში შედის: მწარე ენა, ეჭვიანი ხასიათი, დიქტატურისა და კონტროლისკენ მიდრეკილება.

მშვილდოსნის
აუტანელი თვისებებია: დემაგოგიისკენ მიდრეკილება, ამაო დაპირებები, ტრაბახი.

თხის რქა გარშემო მყოფებს შემდეგი თვისებებით აღიზიანებს: სიჯიუტე, სნობიზმი, პირქუში ხასიათი.

მერწყულის აუტანელი თვისებებია: რწმენა საკუთარი უნიკალურობის, არაპროგნოზირებადობა, ექსცენტრიკულობა.

თევზების აუტანელი თვისებაა: ინტრიგების ხლართვისკენ მიდრეკილება, საკუთარი თავის მსხვერპლად გამოყვანის მცდელობა, ჩივილები უიღბლობაზე.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

Comments

comments