ზოდიაქოთი ყველაზე შეუთავსებელი წყვილები, რომელთა დაოჯახებაც არ შეიძლება

1362
SHARE

ვერძები – არასოდეს უნდა იქორწინოთ თევზებზე, კუროსა და ქალწულებზე. თქვენი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნება ან პირიქით, სკანდალური.

კურო – მათთვის დამღუპველია ვერძებთან, კუროსა და მშვილდოსანთან ურთიერთობა.

ტყუპები – არ გაეკაროთ კუროს, კირჩხიბს, მორიელს და თხის რქას. ეს ურთიერთობა ნერვების ფასად დაგიჯდებათ.

კირჩხიბი – ტყუპები, ლომი, მშვილდოსანი და მერწყული არამხოლოდ თქვენს ნერვებს, არამედ ახალგაზრდობასაც შეიწირავს.

ლომი – კირჩხიბი, ქალწული, თხის რქა და თევზები საშინელ დისკომფორტს შეგიქმნიან ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ქალწული – ლომი, სასწორი, მერწყული, ვერძი – ამ ოთხ ნიშანთან თქვენი ქორწინება ღალატისთვის განწირულია.

სასწორი – ქალწული, მორიელი და თევზები თქვენს იმიჯსა და კარიერაზე დამანგრევლად იმოქმედებენ.

მორიელი – სასწორი, მშვილდოსანი და ტყუპები ყველაზე არასასურველი ნიშნები არიან თქვენთვის. ამიტომ არ გააკეთოთ არჩევანი მათზე.

მშვილდოსანი – მორიელი, თხის რქა, კურო და კირჩხიბი – მათი უზღვავი ენერგია სამუდამოდ დაგაკარგინებთ სიცოცხლის ხალისს.

თხის რქა – მშვილდოსანი, ტყუპები და ლომი – არამხოლოდ პირად ცხოვრებაში, არამედ კარიერულ გზაზეც კი არ გაეკაროთ მათ.

მერწყული – თევზები, კირჩხიბი და ქალწული, მათ ძალიან არ უყვართ ის რაზეც თქვენ გიჟდებით, ამიტომ დამანგრევლად იმოქმედებს ეს ურთიერთობა.

თევზები – მერწყული და ვერძი, ამ ორ ნიშანს ვერასოდეს გაუგებთ ცხოვრების გზაზე.

FB კომენტარები

კომენტარი