„ზიკას“ ეპიდემიის გამო პრეზერვატივებზე ფასის მომატება აიკრძალა

70
SHARE

პუერტო-რიკოს ხელისუფლებამ „ზიკას“ ვირუსის ეპიდემიის გამო პრეზერვატივებზე ფასის მომატება აკრძალა. ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ იუწყება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნერი ადამეს სოტომ მოუწოდა პრეზერვატივების გამყიდველებს, ფასზე მკაცრი კონტროლი დააწესონ.
„ყველა მაღაზიამ ან ბენზინგასამართმა სადგურმა, სადაც ეს საქონელი იყიდება, უნდა იცოდეს, რომ დეპარტამენტი მათ დააკვირდება. ჩვენს მოსახლეობას საშუალება უნდა მივცეთ, საკუთარი თავი დაიცვას, ახლა ფასების გასაძვირებლად ხელსაყრელი დრო ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ნერი ადამეს სოტომ.
პუერტო-რიკოს ხელისუფლებამ პრეზერვატივები იმ საქონლის სიაში, რომლის გაძვირებაც აკრძალულია, მას შემდეგ შეიტანა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ზიკას“ ვირუსი შესაძლოა, სქესობრივი კონტაქტით გადაიცემოდეს. ამ სიაში ასევე კოღოებისგან დამცავი ბადეებიც შედის. მოსკიტები ამ დაავადების გავრცელების კიდევ ერთი მიზეზია.

FB კომენტარები

კომენტარი