ზვავის ქვეშ მოყოლილი 12 წლის ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა

94
SHARE

საფრანგეთის ალპებში მაშველებმა ბიჭი იპოვეს, რომელიც თოვლში 40 წუთის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, სასწაულის წყალობით გადარჩა. ის ზვავმა სრულად დაფარა. აღნიშნულ ინფორმაციას “Associated Press” ავრცელებს.
„შეგვიძლია, ამას სასწაული ვუწოდოთ“, – განაცხადა პოლიციის კაპიტანმა პატრიკ რაიბსმა.
მაშველების თქმით, ასეთი რაოდენობის თოვლის ქვეშ, 15 წუთის ყოფნის შემდეგ, ადამიანს პრაქტიკულად აღარ აქვს გადარჩენის შანსი.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ 26 დეკემბერს ბიჭი კურორტ ლა-პლანში, სხვა შვიდ მოთხილამურესთან ერთად სრიალებდა, როდესაც ზვავი ჩამოწვა. თოვლის მძლავრმა ნაკადმა ის რამდენიმე ასეული მეტრი ათრია.
საბედნიეროდ, ბიჭუნა ძაღლმა იპოვა, რომელიც მაშველების რაზმს თან ახლდა. გადარჩენილი ახლა ჰოსპიტალში იმყოფება.

FB კომენტარები

კომენტარი