ზემფირას შესაძლოა, უკრაინაში შესვლა აეკრძალოს

63
SHARE

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე პეტიცია გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, რუს მომღერალს, ზემფირას, უკრაინაში შესვლა აეკრძალოს. ამის მიზეზი ლიტვაში უკრაინის დროშასთან დაკავშირებული სკანდალი გახდა.
რამდენიმე დღის წინ, 21 მარტს, ზემფირა ტურნეს „პატარა ადამიანი“ ფარგლებში ლიტვის დედაქალაქს, ვილნიუსს სტუმრობდა. კონცერტს მისი შემოქმედების ათასობით თაყვანისმცემელი ესწრებოდა, მათ შორის, ლიტველების გარდა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც იყვნენ. საღამოს უკრაინის დიდი დიასპორაც ესწრებოდა. მისი კონცერტის დროს უკრაინელმა მსმენელებმა დარბაზში უკრაინის დროშა გაშალეს, თუმცა მომღერალმა მათ სცენიდან საკმაოდ უხეშად მოსთხოვა, დროშა მოეშორებინათ. მსმენელების ნაწილმა ზემფირას მოთხოვნის შემდეგ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

FB კომენტარები

კომენტარი